03:18 29 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1871
  • 100 RUB4.6063
  • USD2.8929
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (692)
7600

ფესტივალის მიზანი ქართულ-გერმანული ურთიერთობების განვითარებაა.

თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. გერმანიაში ქართულ-გერმანული ფესტივალი „სუფრა" ტარდება, რომელმაც სტარტი 19 ივლისს აიღო და 28 ივლისამდე გაგრძელდება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ფესტივალის ფარგლებში ტარდება სხვადასხვა ღონისძიებები, მათ შორის, რეჟისორ ნანა ექვთიმიშვილის სრულმეტრაჟიანი ფილმის „გრძელი ნათელი დღეების" ჩვენება.

სტუმრები ქართულ სულს შეიგრძნობენ ანსამბლ „ქალაუს" მიერ შესრულებული ფოლკლორული სიმღერებითა და ცეკვებით, ახალგაზრდა სტრიტ-არტისტი მიშიკო სულაკაური კი ჰამბურგში თუშური კედლის ინსტალაციას შექმნის.

გარდა ამისა, ღონისძიების სტუმრები ქართულ სამზარეულოს გაეცნობიან.

ფესტივალი დასრულდება პერფორმანსით „სუფრა", რომელიც ფესტივალის ყველა მონაწილეს გააერთიანებს. მონაწილეები გერმანულად წაიკითხავენ თანამედროვე ქართველი პოეტის გიორგი გამსახურდიას ლექსებს.

თემები:
საქართველო და კულტურა (692)

მთავარი თემები