10:59 14 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2024
  • 100 RUB4.6032
  • USD2.8647
მუსიკოსი გიტარაზე უკრავს

ამერიკული ბლუზის ლეგენდა კრის კეინი კახეთში ბლუზის ფესტივალს გახსნის

© CC BY 2.0 / Pixabay
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (615)
42 0 0

მუსიკოსი, რომელსაც სიღრმისეული ვოკალისა და გიტარაზე ვირტუოზული დაკვრის გამო ბი ბი კინგს ადარებენ, ლაგოდეხში წარდგება

თბილისი, 20 ივლისი - Sputnik. ამერიკული ბლუზის ლეგენდა, მსოფლიოში ცნობილი კალიფორნიელი მუსიკოსი და გიტარისტი კრის კეინი (Chris Cain) გახსნის ბლუზის საერთაშორისო ფესტივალს, რომელიც ლაგოდეხში 20 ივლისს დაიწყება და 24 აგვისტოს დასრულდება.

ბლუზის დღესასწაული ექვსი ათასი კვადრატული მეტრის ტერიტორიაზე ლაგოდეხის ეროვნული ნაკრძალის, ვაშლოვანის სიახლოვეს გაიმართება. კონცერტები ჩატარდება ყოველ შაბათს: 20 და 27 ივლისს, 3, 10, 17, 24 აგვისტოს. ბილეთები უკვე იყიდება ონლაინ.

გახსნის დღეს ლაგოდეხში წარდგება ასევე ბლუზ-მუსიკოსი და ფესტივალის არტ-დირექტორი გია ძაგნიძე, ინსტრუმენტალისტი ირაკლი კიკვაძე, რომელიც დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს.

კრის კეინს აშშ-ის უდიდეს ბლუზმენს უწოდებენ. გიტარაზე დაკვრა შვიდი წლის ასაკში ისწავლა, სოლო- და ბასგიტარის შემდეგ, დაეუფლა ფორტეპიანოს, კლარნეტს, ალტს და საქსოფონს.

მუსიკოსის სადებიუტო ალბომმა სახელწოდებით Late Night City Blues პრესტიჟული მუსიკალური პრემია W.C. Handy Blues Award-ის ოთხი ნომინაცია მიიღო. მალე კეინის შემოქმედებამ ამერიკის საუკეთესო ბლუზმუსიკოსების ყურადღება მიიპყრო და უკვე რამდენიმე თვეში კრის კეინი სცენაზე იდგა ისეთ ვარსკვლავების გვერდიგვერდ, როგორებიცაა ალბერტ კინგი და ალბერტ კოლინზი. იმ დროიდან კრის კეინს 12 ალბომი აქვს გამოშვებული და 2018 წელს ის როგორც წლის საუკეთესო გიტარისტი Blues Music Awards-ის პრემიაზე იყო ნომინირებული.

შავი ზღვის სანაპიროზე საფრანგეთის, იტალიისა და საქართველოს ხალხური ჰანგები აჟღერდება >>

ლამაზი ვოკალისა და გიტარაზე ვირტუოზული დაკვრის გამო კრის კეინს ხშირად ბი ბი კინგს ადარებენ. ამასთან მუსიკოსმა თავისი უნიკალური სტილი შექმნა, რომელსაც პირველივე აკორდებით ამოიცნობ.

თემები:
საქართველო და კულტურა (615)

მთავარი თემები