13:35 12 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2697
  • 100 RUB4.6355
  • USD2.9633
რატი წითელაძე

ტრანსგენდერის შესახებ ქართულმა ფილმმა ერევანში ჯილდო მოიპოვა

© photo: Rati Tsiteladze / FB
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
ქართული კინო (60)
8801

ფილმი მოგვითხრობს ლგბტ-საზოგადოების წარმომადგენლის პრობლემებზე საქართველოში

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. ქართველი რეჟისორის რატი წითელაძის ფილმი ტრანსგენდერზე „სოციუმის ტყვე" ერევანში XVI საერთაშორისო კინოფესტივალზე Golden Apricot („ოქროს გარგარი“) პრიზიორი გახდა, ნათქვამია ფესტივალის ვებგვერდზე.

წითელაძის ფილმს მოკლემეტრაჟიანი კინოს კონკურსში (Regional Short Film Competition) პრიზი „ვერცხლის გარგარი“ გადაეცა. წელს საკონკურსო პროგრამაში 30 ქვეყნის 740 განაცხადიდან 110 ფილმი შეირჩა.

„სოციუმის პატიმარი" — საქართველოს და ლატვიის კოპროდუქციაა. ფილმის ქრონომეტრაჟია 15 წუთი. მისი მთავარი გმირი ახალგაზრდა ტრანსგენდერი ქალია სახელად ადელინა, რომელსაც პრობლემები ექმნება მშობლებსა და მის მიმართ მათ მოლოდინებს შორის მოქცევის გამო, ასევე საზოგადოებისგან აგრესიის გამო, რომელიც დაკავშირებულია საქართველოში ლგბტ პირების მიმართ არსებულ დამოკიდებულებასთან.

ადრე ქართველი რეჟისორის ფილმი ნოტრ-დამის უნივერსიტეტის საერთაშორისო კინოფესტივალის (NDU International Film Festival) პრიზიორი გახდა.

ნომინაციაში „საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი კინო“ მთავარი პრიზი გადაეცა რიჩარდ ბილინგეიმის ფილმს „რეი და ლიზი“ (დიდი ბრიტანეთი). ამავე ნომინაციაში „ვერცხლის გარგრის“ მფლობელი გახდა რუსი რეჟისორის, კანტემირ ბალაგოვის სურათი Дылда.

„მთები, მარტოობა, სურვილი": ქართველი რეჟისორის ფილმს ლოკარნოში აჩვენებენ >>

2019 წელს ჟიურის თავმჯდომარე იყო რუსეთში მოღვაწე ქართველი რეჟისორი და სცენარისტი ალექსანდრე მინდაძე. ჟიურის შემადგენლობაში შევიდნენ თეირანის საერთაშორისო კინოფესტივალის პრეზიდენტი რეზა მირკარიმი (ირანი), კინოფესტივალ Tribeca-ს აღმასრულებელი დირექტორი, პროდიუსერი ემი ჰობი (აშშ), მსახიობი და რეჟისორი ნინო კირთაძე (საფრანგეთი), კინოკრიტიკოსი პაოლო ბერტოლინი (იტალია), პროდიუსერი ელიზაბეთ კარლსენი (დიდი ბრიტანეთი) და რეჟისორი ნიკოლას ვადიმოვი (შვეიცარია).

მოკლემეტრაჟიან ფილმებს აფასებდნენ რეჟისორი პიპო მეცაპესა (იტალია), ფოტოგრაფი ნარაირ კასპერი (კანადა) და კლერმონ-ფერანის კინოფესტივალის პროგრამის დირექტორი ჟორჟ ბალონი (საფრანგეთი).

Golden Apricot ყოველწლიური კინემატოგრაფიული ფესტივალია, რომელიც ერევანში ივლისში იმართება. ფორუმს ოთხი ძირითადი პროგრამა აქვს: სათამაშო და დოკუმენტური კინოს საერთაშორისო კონკურსები, კონკურსი „სომხური პანორამა“ და მოკლემეტრაჟიანი კინოს პროგრამა „გარგარის კურკა“.

კონკურსი 2004 წელს რეჟისორმა-დოკუმენტალისტმა,  არუთინ ხაჩატრიანმა, სცენარისტმა მიხაილ სტამბოლციანმა და კინოკრიტიკოსმა სუსანა არუთინიანმა დააარსეს. ყოველ წელს ფესტივალი სომხეთის სიმბოლოს - გარგრის ტრადიციული კურთხევით იწყება.

თემები:
ქართული კინო (60)

მთავარი თემები