გიგა აგლაძის Another me: ფილმი დევიდ ლინჩის პროდიუსერობით

გამოწერა
ფილმის სიუჟეტის ცენტრშია ახალგაზრდა არქიტექტორი, რომელიც დღითიდღე კარგავს მხედველობას.

თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. საქართველოში მხატვრული ფილმის Another me/The other me („სხვა მე") გადაღებები დასრულდა, რომლის აღმასრულებელი პროდიუსერი მსოფლიოში ცნობილი ამერიკელი კინორეჟისორი, სცენარისტი და მხატვარი დევიდ ლინჩია.

მთავარ როლში ცნობილი გერმანელი მსახიობი ჯიმ სტერჯესია, რომელიც მონაწილეობს ფილმებში „გეოშტორმი", „ღრუბლის ატლასი", „ოცდაერთი", „სამყაროს გავლით". ფილმის რეჟისორი საქართველოში დევიდ ლინჩის წარმომადგენლობის პრეზიდენტი გიორგი აგლაძეა.

ლევან კოღუაშვილი - Sputnik საქართველო
„მეოთხე ბრაიტონის" წარმატება: ლევან კოღუაშვილის ფილმმა ისრაელში სოლიდური პრიზები მიიღო

სიუჟეტის ცენტრშია ნიჭიერი, თუმცა ნაკლებად წარმატებული არქიტექტორი. მამაკაცი იგებს, რომ იშვიათი დაავადება აქვს, რის შედეგადაც მხედველობას კარგავს. დაავადება სწრაფად ვრცელდება. თუმცა, რამდენადაც ცუდად ხედავს გმირი, იმდენად მეტს იგებს საკუთარი თავისა და იმ სამყაროს შესახებ, რომელშიც ცხოვრობს.

კინოფილმში ერთ-ერთ როლს ასრულებს ავსტრალიელი მოდელი-ტრანსგენდერი ანდრეა პეჟიჩი.

ფილმის დასრულების შესახებ ფილმის მხატვარმა თედო რეხვიაშვილმა ისაუბრა. ფილმ „სხვა მეს" კინოგაქირავებაში გაშვება 2020 წელს იგეგმება.

„ფილმი, რომელშიც თამაშობენ ჰოლივუდის ვარსკვლავები, ახლა უკვე მონტაჟის პროცესშია. ეს არის ისტორიული და უმნიშვნელოვანესი ფაქტი: ქართველი რეჟისორის მიერ გადაღებული მაღალი დონის ნაწარმის გაყიდვაზე და პრომოუტზე იმუშავებენ ჰოლივუდის წარმომადგენლები. მოკლედ, ვულოცავ გიგას, გადამღებ ჯგუფს, მსახიობებს და მთელ საქართველოს", – დაწერა Facebook-გვერდზე მხატვარმა.

რა შუაშია დევიდ ლინჩი?

დევიდ ლინჩი საქართველოს პირველად 2017 წელს ეწვია. სწორედ მაშინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იგეგმება კავკასიაში დევიდ ლინჩის ფონდის გახსნა, რომელიც გააერთიანებს საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს.

თბილისი - Sputnik საქართველო
დევიდ ლინჩის ფონდი თბილისში გაცნობით ლექციებს იწყებს

ფონდი რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს. გარდა უნივერსიტეტის დაარსებისა და კინოვარსკვლავებთან შეხვედრების ორგანიზებისა, ფონდის მიზანია ტრანსცენდენტული მედიტაციის პროგრამის მეშვეობით ტრავმისა და ტოქსიკური სტრესის შედეგად დაზარალებული ადამიანების ჯანმრთელობის, შემეცნებითი უნარების და შრომისუნარიანობის გაუმჯობესება, ასევე საზოგადოებაში მათი ინტეგრირება.

დევიდ ლინჩის ფონდი, როგორც არაკომერციული საგანმანათლებლო ორგანიზაცია, 2005 წელს დაფუძნდა. იგი მთელი მსოფლიოს ახალგაზრდებს მედიტაციის სწავლის საშუალებას აძლევს. ლინჩი მიიჩნევს, რომ მედიტაცია ცნობიერების გაფართოებას ეხმარება და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მის შემოღებას ემხრობა, რადგან თვლის, რომ ეს შემოქმედებითი პოტენციალის განვითარებას და აგრესიის შემცირებას დაეხმარება.

დევიდ ლინჩი — რეჟისორი, მწერალი და პროდიუსერია, ასევე „იდეალური განათლების განვითარებისთვის და მთელ მსოფლიოში მშვიდობის დამყარებისათვის დევიდ ლინჩის ფონდის" დამაარსებელი და სამეურვეო საბჭოს თამჯდომარე. ლინჩის ფონდში ცნობილი არტისტები არიან გაერთიანებული.

ყველა ახალი ამბავი
0