„აიდა“ გურიაში მიემგზავრება: „ბლექ სი არენას“ სცენაზე ოპერა პირველად შესრულდება

© photo: Sputnik / Stringerსაკონცერტო დარბაზი Black Sea Arena
საკონცერტო დარბაზი  Black Sea Arena - Sputnik საქართველო
გამოწერა
სიყვარულისა და სიკვდილის ისტორია გენიალური ვერდის ინტერპრეტაციით საუკუნეზე მეტია მთელ მსოფლიოში მილიონობით მაყურებელს აღაფრთოვანებს.

თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. „ბლექ სი არენას“ სცენაზე პირველად აჟღერდება ოპერა. 23 აგვისტოს შეკვეთილის საკონცერტო დარბაზში ოპერის მოყვარულები ჯუზეპე ვერდის საკულტო ოპერა „აიდას“ მოისმენენ.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი - Sputnik საქართველო
პირველად საუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში - ვერდის ფესტივალი საქართველოში ჩატარდება

„აიდას“ – ვერდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ოპერის ლიბრეტო ეკუთვნის ანტონიო გისლანცონის. მოქმედება მემფისსა და თებეში ეგვიპტესა და ეთიოპიას შორის ომის დროს ვითარდება და მოგვითხრობს ეგვიპტის ჯარის მთავარსარდლის რადამესისა და ეთიოპიის მეფის დატყვევებული ქალიშვილის აიდას უიღბლო სიყვარულის ისტორიას.

სიყვარულისა და სიკვდილის ამბავი გენიალური ვერდის ინტერპრეტაციით საუკუნეზე მეტია მთელ მსოფლიოში მილიონობით მაყურებელს აღაფრთოვანებს.

წამყვან პარტიებს შეასრულებენ ბულგარელი ბანი დაიან ვაჩკოვი, იტალიელი მეცო-სოპრანო დანიელა ბარჩელონა, ესპანელი სერხიო ესკობარი, ასევე ქართველი გიორგი ანდღულაძე და სხვები. დადგმაში მონაწილეობენ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თეატრის გუნდი და ორკესტრი.

ქართველი პლასიდო დომინგოს ცენტრში და ცხოვრება როგორც საპნის ოპერა >>

ოპერა შეკვეთილის საკონცერტო დარბაზში გაიმართება ვერდის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში, რომელიც ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში 16 აგვისტოს გაიხსნება. ბილეთების შეძენა შესაძლებელია სალაროებში და ინტერნეტით.

„ჯანი სკიკი „ლა სკალას სცენაზე - Sputnik საქართველო
„ლა სკალას" სცენაზე ქართველმა ბარიტონმა ვუდი ალენის მიერ დადგმულ ოპერაში იმღერა

საუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში ფესტივალი პირველად ტოვებს იტალიის ქალაქ პარმის ფარგლებს. 2018 წლის 23 აგვისტოს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრსა და პარმის ოპერის სამეფო თეატრს შორის, რომელიც ვერდის ფესტივალის ერთადერთი მფლობელია, სამწლიანი თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, რომელიც დიდი იტალიელი კომპოზიტორის ჯუზეპე ვერდის შემოქმედებას ეძღვნება, ყოველწლიურად იტალიის ქალაქ პარმაში კომპოზიტორის დაბადების დღეს – 10 ოქტომბერს ტარდება. ვერდის ფესტივალის ჩატარების ტრადიციული ადგილებია რამდენიმე ცნობილი სცენა: პარმის სამეფო თეატრი, ჯუზეპე ვერდის თეატრი ბუსეტოში და ფარნეზეს თეატრი პარმაში.

ყველა ახალი ამბავი
0