12:31 21 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2445
  • 100 RUB4.3846
  • USD2.9275
ფოთი

ფოთი რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

© Sputnik / Seyran Baroyan
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (299)
67 0 0

მაყურებელი ნახავს ნოდარ დუმბაძის, ჰენრიკ იბსენის, სლავომირ მროჟეკისა და მარტინ მაკდონაჰის ნაწარმოებების მიხედვით დადგმულ სპექტაკლებს.

თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. თეატრალური დასები ირანიდან, უკრაინიდან და ლიტვიდან საპორტო ქალაქ ფოთში შეიკრიბებიან, სადაც 14-29 ივლისს რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება.

ფესტივალი 2015 წელს საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დააარსა კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდმა „დღეს". ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია ცნობილი მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე.

ფესტივალი, ტრადიციულად, ვალერიან გუნიას სახელობის ფოთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე ჩატარდება.

ადგილობრივი თეატრების გარდა, ფესტივალში მონაწილეობენ თეატრები თბილისიდან, გორიდან, ჭიათურიდან, ქუთაისიდან, ზესტაფონიდან, თელავიდან, დმანისიდან, ოზურგეთიდან, მესხეთიდან, ზუგდიდიდან, ბათუმიდან.

ფესტივალის სტუმრებს შორისაა თეირანის თეატრალური დასი, რომელიც ქართველ მაყურებელს წარუდგენს ნასირ მილექიჯოს დადგმას „პური". ოდესის თეატრი (Театр Одесского разлива „ЛАНЖЕРОНЪ") წარმოადგენს ანატოლი კრიმის სპექტაკლს „წერილი ღმერთს", ლიტვის Alytus City Theater – რეჟისორ ალბერტას ვიძიუნასის „ამერიკული ოცნება".

თბილისი პანტომიმის, პლასტიკისა და მოძრაობის ფესტივალს უმასპინძლებს>>

საიუბილეო, რიგით მეხუთე ფესტივალს გახსნის ფოთის თეატრის რეჟისორის მიხეილ ჩარკვიანის „მკვდარი ქალაქები".

მაყურებელი ნახავს ნოდარ დუმბაძის, დავით კლდიაშვილის, ჰენრიკ იბსენის, სლავომირ მროჟეკის, მარტინ მაკდონაჰის, დარიო ფოსა და სხვათა ნაწარმოებების მიხედვით დადგმულ სპექტაკლებს.

იტალიური გახმაურებული ფილმი „იდეალური უცნობები" ქართულ სცენაზე გადმოინაცვლებს>>

ფესტივალის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ცნობილი ქართველი რეჟისორის თემურ ჩხეიძის პროფესიული მასტერ-კლასი.

ფესტივალი საზეიმოდ დაიხურება კონცერტით ფოთის სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის შენობაში (შუქურა).

 

თემები:
საქართველო და კულტურა (299)

მთავარი თემები