„ღამის სერენადები" ჩაიკოვსკის, ბეთჰოვენის, შოსტაკოვიჩისა და ვივალდის ფონზე

© photo: Night Serenades / FBლიანა ისაკაძე
ლიანა ისაკაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები" 1982 წელს დაარსდა.

თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. ცნობილი ქართველი მევიოლინის ლიანა ისაკაძის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალ „ღამის სერენადებზე", რომელიც ბათუმში მეთერთმეტედ ჩატარდება, შეიკრიბებიან მუსიკოსები ყაზახეთიდან, ფინეთიდან და გერმანიიდან, იუწყებიან ორგანიზატორები.

ღონისძიება ორ ეტაპად გაიმართება: ფესტივალი ბათუმში 25 აგვისტოს გაიხსნება და თბილისში 4 სექტემბერს დასრულდება.

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი - Sputnik საქართველო
პირველად ისტორიაში: ვერდის საერთაშორისო ფესტივალი იტალიიდან საქართველოში გადმოინაცვლებს

ბათუმში ფესტივალი ახლად რესტავრირებულ ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 25, 27 და 28 აგვისტოს გაიმართება. საქართველოს დედაქალაქში კი ფესტივალის ორი დასკვნითი დღე ჩაივლის. 2 და 4 სექტემბერს კონცერტები ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება.

ფესტივალის სცენაზე მსმენელის წინაშე წარდგებიან კლასიკური მუსიკის ისეთი ვარსკვლავები, როგორიცაა ნანა იაშვილი (ვიოლინო, საქართველო/გერმანია), ნინო სურგულაძე (მეცო-სოპრანო, საქართველო/იტალია), ანა-ლიზა ბეზდორნაია (ვიოლინო, ინგლისი/ფინეთი), იან-ერიკ გუსტაფსონი (ვიოლონჩელო, ფინეთი), „ფორტე-ტრიო" (ყაზახეთი), დავით შამანაური (საყვირი, საქართველო), კონსტანტინე ვარდელის სიმებიანი კვარტეტი (საქართველო) და ახალგაზრდა პიანისტი და კომპოზიტორი სანდრო ნებიერიძე (საქართველო).

ფესტივალი AqTushetii - Sputnik საქართველო
მუსიკა და სავსე მთვარე – მაღალმთიან თუშეთში უჩვეულო ფესტივალი გაიმართება

მუსიკოსები, ტრადიციულად, ფესტივალზე ლიანა ისაკაძის ორკესტრ „საქართველოს ვირტუოზების" თანხლებით წარდგებიან. ფესტივალის დირიჟორები არიან ვახტანგ მაჭავარიანი და პანტელის კოგიამისი.

საფესტივალო საღამოებზე გაჟღერდება ჩაიკოვსკის, ბეთჰოვენის, ბარბერის, შოსტაკოვიჩისა და ვივალდის შედევრები. კონცერტი 28 აგვისტოს მთლიანად დაეთმობა XX საუკუნის კომპოზიტორების შემოქმედებას – ბენჟანიმ ბრიტენს, პაბლო დე სარასატეს, სულხან ცინცაძესა და ვაჟა აზარაშვილს.

საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები" 1982 წელს დაარსდა. თავიდან ფესტივალი ყოველ წელს ბიჭვინთაში იმართებოდა. ფესტივალმა არსებობა 1991 წელს შეწყვიტა და მხოლოდ 18 წლის შემდეგ, 2009 წელს აღდგა.

 

ყველა ახალი ამბავი
0