09:35 24 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8137
  • 100 RUB4.2174
  • USD3.2202
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (967)
59530

დიდი იტალიელი კომპოზიტორის, ჯუზეპე ვერდის შემოქმედების თაყვანისმცემლები საქართველოში შეიკრიბებიან

თბილისი, 2 ივლისი - Sputnik. ვერდის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი თბილისში ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში 16 აგვისტოს გაიხსნება, ნათქვამია თეატრის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისში ოპერა „კარმენი" აჟღერდება >>

ფესტივალის ერთსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე ის პირველად ტოვებს იტალიის ქალაქ პარმას ფარგლებს. გასულ წელს გაფორმდა სამწლიანი ხელშეკრულება ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრსა და პარმას ოპერის სამეფო თეატრს შორის, რომელიც ვერდის ფესტივალის ლიცენზიის ერთადერთი მფლობელია.

თბილისის ოპერის თეატრის ორკესტრის და არტისტების გარდა, ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო ოპერის ვარსკვლავები - დირიჟორები, მომღერლები, რეჟისორები.

ფესტივალს გახსნის ოპერა „ბალ-მასკარადი“ (ლიბრეტო - ანტონიო სომა), ხოლო უკვე 23 აგვისტოს ღონისძიება გადაინაცვლებს გურიაში, საკონცერტო დარბაზში Black Sea Arena, და დასრულდება დადგმით „აიდა“ (თეატრი Arena di Verona).

ფესტივალის პარტნიორია უმსხვილესი ევროპული სატელეკომუნიკაციო კომპანია Mediaset S.p.A, რომელიც ევროპელებს საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას და ფესტივალის მსვლელობას გააცნობს.

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, რომელიც დიდი იტალიელი კომპოზიტორის, ჯუზეპე ვერდის შემოქმედებას ეძღვნება, ყოველწლიურად იტალიის ქალაქ პარმაში კომპოზიტორის დაბადების დღეს - 10 ოქტომბერს ტარდება. ვერდის ფესტივალის ჩატარების ტრადიციული ადგილებია რამდენიმე ცნობილი სცენიური მოედანი: პარმას სამეფო თეატრი, ჯუზეპე ვერდის თეატრი ბუსეტოში და ფარნეზეს თეატრი პარმაში.

ტრადიციულად ფესტივალის პროგრამაშია პრესტიჟული კონცერტები და ღონისძიებები, რომლებიც ვერდის იუბილეს ეძღვნება. საღამოებზე სრულდება მაესტროს ისეთი ცნობილი ოპერების ახალი და კლასიკური ვერსიები, როგორიცაა „აიდა“, „ოტელო“, „ფალსტაფი“, „ტრავიატა“, „რიგოლეტო“, „მაკბეტი“, „ჟანა დ’არკი“ და „ტრუბადური“.

თემები:
საქართველო და კულტურა (967)

მთავარი თემები