საბალეტო პრემიერა თბილისში: მესაჟეს „ორი მტრედი"

© photo: Sputnik / Stringerთბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბალეტის სიუჟეტს საფუძვლად უდევს ჟან დე ლაფონტენის იგავი

თბილისი, 27 მაისი — Sputnik. ფრანგი კომპოზიტორის, დირიჟორისა და მუსიკალური მოღვაწის ანდრე მესაჟეს ბალეტის „ორი მტრედი" პრემიერა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში 22-23 ივნისს გაიმართება.

„ორი მტრედი" კომპოზიტორის ცხრა ბალეტიდან საუკეთესოდ მიიჩნევა.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი - Sputnik საქართველო
„მძინარე მზეთუნახავი" – ანანიაშვილმა ლეგენდარული ბალეტი განაახლა

ბალეტის სიუჟეტს საფუძვლად უდევს ჟან დე ლაფონტენის იგავი ორი მტრედის შესახებ, რომლებიც სიყვარულსა და ჰარმონიაში ცხოვრობენ მანამდე, სანამ ერთ-ერთ მტრედს სამყაროს ხილვის სურვილი არ გაუჩნდება. მეგობრის ცრემლის მიუხედავად, ის, სამოგზაუროდ მიდის და გადაიტანს რა არაერთ განსაცდელს, უკან დაუძლურებული ბრუნდება. იგავის მორალია ის, რომ უნდა დააფასო გვერდით მყოფის სიყვარული და ბედნიერება ცხრა მთას იქით არ ეძებო.

ბალეტის პრემიერა 1886 წლის 18 ოქტომბერს „გრანდ-ოპერაში" გაიმართა. ქორეოგრაფი იყო ლუი მერანტი. ბალეტი საქართველოში პირველად 2006 წელს შესრულდა.

ბალეტის „ორი მტრედი", რომელიც თბილისში ივნისში იქნება წარმოდგენილი, ქორეოგრაფია ეკუთვნის ფრედერიკ ეშტონს, მუსიკალური რედაქცია და გაორკესტრება - ჯონ ლანჩბერის.

„ამაო სიფრთხილე" - ნინო ანანიაშვილის ახალი ბალეტის პრემიერა>>

ბალეტის დამდგმელი მხატვრები არიან ალესანდრ ვასილიევი და დავით მონავარდისაშვილი.

ბალეტი თბილისის საბალეტო ფესტივალის ფარგლებში იქნება წარმოდგენილი.

ყველა ახალი ამბავი
0