„ტკბილი და ცივი": მთაწმინდაზე 14 ივლისს ნაყინის ფესტივალი გელოდებათ

© photo: Sputnik / Artem Zhitenev / გადასვლა მედიაბანკშინაყინის ფესტივალი
ნაყინის ფესტივალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღონისძიების ორგანიზატორები დამთვალიერებელს საინტერესო გასართობ პროგრამასაც ჰპირდებიან.

თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. მთაწმინდის პარკში ნაყინის მოყვარულებს ყოველწლიურ ფესტივალზე 14 ივლისს ელოდებიან.

სეზონის ერთ-ერთი ყველაზე „ტკბილი“ ფესტივალი სტუმრებს ნაყინის სხვადასხვა ასორტიმენტს შესთავაზებს. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი და უცხოური კომპანიები, რომელთა პროდუქციის დაგემოვნებაც 14 ივლისს პარკში უფასოდ იქნება შესაძლებელი.

პანტომიმის თეატრი - Sputnik საქართველო
თბილისი პანტომიმის, პლასტიკისა და მოძრაობის ფესტივალს უმასპინძლებს

ფესტივალი სტუმრებს 11:00 საათიდან 20:00 საათამდე უმასპინძლებს.

ღონისძიების ორგანიზატორები დამთვალიერებელს საინტერესო გასართობ პროგრამასაც ჰპირდებიან: დაგეგმილია პრიზების, საჩუქრებისა და სხვადასხვა სიურპრიზების გათამაშებები, გარდა ამისა, ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართება. საღამოს წარუძღვება ქართული ბენდი „რეზო და ბავშვების" სოლისტი.

თბილისში, მთაწმინდის პარკში ნაყინის ფესტივალი მეექვსედ ტარდება. პირველად იგი 2014 წელს ჩატარდა. მაშინ მასში ათი კომპანია მონაწილეობდა. ფესტივალის მასშტაბი და მონაწილეთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება – გასულ წელს ღონისძიებას 25 კომპანია შეუერთდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0