ვის ერგება „ოსკარი“: საქართველო კინოპრემიისთვის ფილმის შერჩევას შეუდგა

© photo: Sputnik / Evgeny Odinokov / გადასვლა მედიაბანკშიქანდაკება „ოსკარი"
ქანდაკება „ოსკარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სანუკვარი ქანდაკებისთვის ბრძოლაში მხატვრული ფილმების ავტორებს იწვევენ.

თბილისი, 2 ივლისი - Sputnik. საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა ამერიკული კინოაკადემია „ოსკარის“ „საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის“ ნომინაციისთვის საქართველოს კანდიდატი ფილმის შერჩევა დაიწყო.

გიორგი შველიძე - Sputnik საქართველო
ქართველი ოპერატორი ამერიკული კინოაკადემიის წევრი გახდა

წელს ორგანიზატორებმა ამ ნომინაციაში ცვლილება შეიტანეს. ამერიკის კინოაკადემიის გადაწყვეტილებით, „ოსკარის” უცხოენოვანი ფილმის ნომინაციას (Foreign Language Film) სახელი შეეცვალა და მას საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის (International Feature Film) ნომინაცია დაერქვა. ეს იმით აიხსნება, რომ სიტყვა „უცხოური“ მოძველდა „კინოწარმოების მსოფლიო საზოგადოებაში“.

გარდა ამისა, ნომინაცია „საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის“ შორტ-ლისტი ათ ფილმამდე გაიზარდა. კატეგორიის სახელწოდების შეცვლა არ მოქმედებს კატეგორიის არსებულ წესებზე, განაცხადის გაგზავნის პროცესზე ან საკვალიფიკაციო მოთხოვნებზე.

განაცხადის მისაღებად აუცილებელია, რომ ფილმი აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • 2018 წლის 1 ოქტომბრიდან 2019 წლის 30 სექტემბრამდე პერიოდში 7 დღის განმავლობაში უწყვეტად უნდა იყოს ნაჩვენები საქართველოს რომელიმე კინოთეატრში;
  • უნდა ჰქონდეს კინოინდუსტრიაში მიღებული ფორმის რეკლამა (აფიშა, ტრეილერი);
  • კინოთეატრში გამართულ პრემიერამდე არ შეიძლება ნაჩვენები იყოს ტელევიზიით ან ინტერნეტით;
  • შემოქმედებით ჯგუფს მეტწილად უნდა შეადგენდნენ საქართველოს მოქალაქეები ან რეზიდენტები.

ფილმების მიღება გაგრძელდება 2019 წლის 26 ივლისის ჩათვლით. კინოფილმებს ფარული კენჭისყრით სპეციალური კომისიის წევრები შეარჩევენ. ჟიურის მიერ კანდიდატი ფილმების ნახვა ივლისის ბოლოს არის დაგეგმილი. დამატებითი დეტალებისა და კითხვებისთვის დაინტერესებულმა პირებმა უნდა მიმართონ კინოცენტრს.

ქართულმა სარეკლამო ვიდეორგოლმა „მოსიარულე მკვდრები კახეთში“ „ინტერნეტის ოსკარი“ აიღო>>

2019 წელს „ოსკარისთვის“ ზაზა ხალვაშის „ნამე“ იბრძოდა, მაგრამ ფილმი პრემიის შორტ-ლისტში ვერ მოხვდა.

ამერიკული კინოპრემია „ოსკარის 92-ე ცერემონია 2020 წლის 9 თებერვალს ლოს-ანჯელესის Dolby Theatre-ში გაიმართება. ცერემონია ტრანსლირებული იქნება მთელი მსოფლიოს 225-ზე მეტ ქვეყანაში.

ყველა ახალი ამბავი
0