ქართველი ოპერატორი ამერიკული კინოაკადემიის წევრი გახდა

გამოწერა
თბილისელი კინემატოგრაფისტი კინოაკადემიის წევრი გახდა ლედი გაგასთან, ალექსანდრ სკარსგარდთან და კინოს სხვა ვარსკვლავებთან ერთად.

თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. ქართველმა ოპერატორმა გიორგი შველიძემ კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების ამერიკული აკადემიის რიგები შეავსო – თბილისელი კინემატოგრაფისტი კინოაკადემიის წევრი გახდა ლედი გაგასთან, ალექსანდრ სკარსგარდთან, ადელთან და ტომ ჰოლანდთან ერთად.

შველიძე მსოფლიოს 59 ქვეყნიდან კინოინდუსტრიის 842 მოღვაწის რიცხვში შევიდა.

კინოფირი - Sputnik საქართველო
ბერლინალე-2019-ზე ქართული ფილმი „ომის იავნანა“ მოხვდა

ამერიკული კინოაკადემიის ახლად არჩეულ წევრთა შორის არიან როგორც პოპულარული, ისე ნაკლებად ცნობილი მსახიობები, რეჟისორები, ოპერატორები, პროდიუსერები, სცენარისტები, გრიმიორები, კოსტიუმების მხატვრები, მუსიკოსები და კინოს სფეროს სხვა სპეციალისტები.

გიორგი შველიძემ საერთაშორისო არენაზე სახელი 2019 წლის თებერვალში გაითქვა, როდესაც ქართველმა ოპერატორმა ნამუშევრისთვის ზაზა ხალვაშის ფილმში „ნამე" ამერიკული კინოოპერატორების საზოგადოების პრემია მიიღო. ფილმი საქართველომ პრემია „ოსკარის" მოსაპოვებლად წარადგინა ნომინაციაში „საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი".

„ჩვენ ქვეყანაში ისეთ დონეზეა ასული კინოინდუსტრია, რომ შეუძლიათ გვენდონ. გავარღვიოთ პირობითი ეს საზღვრები და სტერეოტიპი ჩაკეტილი პატარა ქვეყნის. ამისთვის თუ გამოვიყენებთ ამ დაჯილდოებებს, ამ ფესტივალებს, ძალიან კარგი იქნება ყველასთვის", – აღნიშნა შველიძემ საქართველოს კინემატოგრაფიის ცენტრთან ინტერვიუში.

ამერიკულ კინოაკადემიაში 2017 წელს აირჩიეს ქართველი რეჟისორები ნანა ჯორჯაძე და ზაზა ურუშაძე.

ფილმ „ნამეს“ ოპერატორს ამერიკის კინემატოგრაფისტთა საზოგადოების მთავარი პრიზი გადაეცა>>

კინოაკადემიის წევრები, რომლებსაც უვადოდ ირჩევენ, მონაწილეობენ „ოსკარზე" წარსადგენად ყოველწლიურ კენჭისყრაში. მისი ცნობილი წევრები არიან ტომ ჰენკსი, მერილ სტრიპი და სტივენ სპილბერგი.

 

ყველა ახალი ამბავი
0