„საუკეთესო ინდოეთიდან“: თბილისში ინდური პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა იმართება

© AP Photo / Manish Swarupინდოელი მოდელი
ინდოელი მოდელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისელები და დედაქალაქის სტუმრები ინდურ კულტურას 30 ივნისამდე ეზიარებიან

თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. ინდური ნაციონალური გამოფენა-გაყიდვას სახელწოდებით „საუკეთესო ინდოეთისგან“ იმართება თბილისში, Expo Georgia-ს საგამოფენო პავილიონში, იუწყებიან ორგანიზატორები.

მხატვარი ვახო ბუღაძე - Sputnik საქართველო
„სამი, ოთხი“: რაზე შთააგონა ქართველი მხატვარი 70-იანი წლების ფოტოებმა

ბაზრობაზე, რომელიც 30 ივნისამდე გაგრძელდება, დამთვალიერებლებს ექნებათ შესაძლებლობა შეიძინონ ინდური ჩაი, სუნელები, ტანისამოსი, თავის მოვლის საშუალებები.

გამოფენა-გაყიდვაზე ასევე იქნება წარმოდგენილი ინდური ავეჯი, სუვენირები, ბუნებრივი ქვებისგან დამზადებული სამკაულები.

გარდა ამისა, ღონისძიების სტუმრები გაეცნობიან ინდურ კულტურას, მოუსმენენ ინდურ სიმღერებს და დატკბებიან ინდური ნაციონალური ცეკვით.

ბაზრობა ელოდება ყველა მსურველს ყოველდღე 10:00-დან 19:00 საათამდე.

ყველა ახალი ამბავი
0