„სამი, ოთხი“: რაზე შთააგონა ქართველი მხატვარი 70-იანი წლების ფოტოებმა

© photo: Vakho Bugadze / FBმხატვარი ვახო ბუღაძე
მხატვარი ვახო ბუღაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვახო ბუღაძესთან ერთად პროექტში მხატვრები გოგი ოქროპირიძე და კარტინ ბოლტი მონაწილეობენ

თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. ცნობილი ქართველი მხატვრის, ვახო ბუღაძის ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით „სამი, ოთხი“ თბილისის ისტორიის მუზეუმ-ქარვასლაში 27 ივნისს გაიხსნება.

„ვახო ბუღაძე თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია, რომლის მიერ გააზრებული ნებისმიერი თემატიკა, დაფარული სათქმელის ამოხსნით იწყება და მთავრდება. ძირითადად, მისი შემოქმედებითი გზა, სწორედ ხელოვნების, ქანდაკებისა და მხატვრობის შესაძლებლობათა რაფინირებული გამოყენებით, რეალობის მწვავე აღქმით ხასიათდება“, - ნათქვამია მუზეუმის განცხადებაში.

ქართველი მხატვრის ტილო eBay-ზე 120 ათას დოლარად იყიდება >>

გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრების ინსპირაციად იქცა 70-იან წლებში, უმეტესად მოყვარული ფოტოგრაფების მიერ გადაღებული შავ-თეთრი ფოტოები, აღნიშნავენ ორგანიზატორები.

„ფოტოქაღალდი ზიანდებოდა, უჩნდებოდა ლაქები, ხანდახან საერთოდ იცვლიდა ფერს. ზოგჯერ ერთ ფოტოში ნეგატივიც და პოზიტივიც ერთდროულად ჩანდა. გამოფენა თანამედროვე ხელოვნების ძიებებს ასახავს და მოიცავს კონცეპტუალურად დატვირთულ და მრავლისმთქმელ ნამუშევრებს“, - აღნიშნულია გამოფენის ანონსში.

პროექტში „სამი, ოთხი“ ვახო ბუღაძესთან ერთად მონაწილეობენ მხატვრები გოგი ოქროპირიძე და კარტინ ბოლტი. ღონისძიებაზე ასევე გაიმართება ბუღაძის შემოქმედებაზე დოკუმენტური ფილმის ჩვენება.

გამოფენა ოფიციალურად 19:00 საათზე გაიხსნება. ექსპოზიცია მუზეუმ „ქარვასლაში“ 10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

© photo: courtesy of GeorgeDelonვახო ბუღაძის ნამუშევრები
„სამი, ოთხი“: რაზე შთააგონა ქართველი მხატვარი 70-იანი წლების ფოტოებმა - Sputnik საქართველო
ვახო ბუღაძის ნამუშევრები

აღსანიშნავია, რომ პარალელურად ვახო ბუღაძის ტილოების გამოფენა სახელწოდებით „ნოლი“ იმართება დიმიტრი შევარდნაძის თბილისის ეროვნულ გალერეაში. მისი დათვალიერება 4 ივლისამდეა შესაძლებელი.

ვახო ბუღაძე - ცნობილი თბილისელი ფერმწერი და მოქანდაკეა. არის 55 წლის. დაამთავრა აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიის გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი. მისი გამოფენები ხშირად იმართება როგორც საქართველოში, ისე ევროპის ქვეყნებში.

დღეს ბუღაძე ძირითადად აბსტრაქციის ფორმატში მუშაობს. მხატვრის მთავარი მოტივებია - ადამიანები და სახლები, რომლებიც ქალაქური პეიზაჟის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0