22:53 02 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9722
  • 100 RUB4.3634
  • USD3.3185
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (992)
94 0 0

ყველა მსურველს შეუძლია ბაზრობაზე თავისი პროდუქციის მიტანა, მაგრამ ამისთვის წინასწარ რეგისტრაციაა აუცილებელი

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. ბაზრობაზე Molecule Flea Market, რომელიც თბილისში შაბათს, 22 ივნისს გაიმართება, შესაძლებელი იქნება ვინტაჟური, ანტიკვარული და ხელნაკეთი ნივთების დათვალიერება და შეძენა.

ფლი-მარკეტი, რომელშიც მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს შეუძლია, კუს ტბაზე, ბარ Molecule-სთან გაიმართება. გამოფენის ორგანიზატორები ღონისძიების სტუმრებს მრავალ საინტერესო და განსაკუთრებულ ნივთებს სთავაზობენ, რომელთა ყიდვა მაღაზიებში შეუძლებელია.

„ყიდვა-გაყიდვაში მონაწილეობის მიღების გარდა, შეგიძლიათ უბრალოდ მობრძანდეთ დააგემოვნოთ ჩვენი უგემრიელესი კერძები და კოქტეილები, დატკბეთ ულამაზესი ხედით, მზის ჩასვლის ყურებით, ან სხვა მრავალი აქტივობით", - ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

ფლი-მარკეტი 16:00-დან 00:00 საათამდე იმუშავებს. მუსიკალური ნაწილი, საკლუბო სცენის ადგილობრივი არტისტის Levi Love Disco გამოსვლა 20:00 საათზე დაიწყება. ღონისძიებაზე დასწრება უფასოა.

თბილისის ცენტრში „ძველმანების ბაზრობა“ იხსნება - ნივთები მთელი მსოფლიოდან>>

Molecule Flea Market-ში გამყიდველის სახით მონაწილეობის მისაღებად საჭიროა რეგისტრაციის გავლა ვებ-გვერდზე.

 

თემები:
საქართველო და კულტურა (992)

მთავარი თემები