მალე თბილისში: ძველზმანის ფესტივალი და XX საუკუნის მოდა

© photo: Fabrika Tbilisi / FB ვინტაჟის ფესტივალი
ვინტაჟის ფესტივალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვინტაჟურ ბაზარში მეოცე საუკუნის სამოსის შეძენა იქნება შესაძლებელი.

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. ვინტაჟური ფესტივალი, რომელზეც შესაძლებელი იქნება XX საუკუნის ტანსაცმლის მოძიება და ყიდვა, თბილისის მულტიფუნქციურ არტ-ცენტრ Fabrika-ში შაბათს, 8 ივნისს გაიმართება.

„1920-1990-იანი წლების მოდის ხელოვნების დიდებულებას ავღნიშნავთ, აქ უნდა ელოდოთ ყველაფერს: ქუჩის სტილს, სიურრეალისტურ ფორმებს თუ სახლის ტანსაცმელს და, რაც მთავარია, ყველაფერი არის Eco-friendly! (ეკოლოგიური)", – აღნიშნულია ორგანიზატორების განცხადებაში.

ვინტაჟის დღესასწაულის გარდა ფესტივალის სტუმრებს შესთავაზებენ გამაგრილებელ სასმელებს, აჟღერდება სხვადასხვა სტილის მუსიკა – სვინგი, ჯაზი, როკი, ბლუზი, ფანკი, დისკო, ჰაუსი და სოული.

ნინი მენაბდე - Sputnik საქართველო
ვინტაჟური სტილის ხიბლი და ძველი ნივთების ახლებური სილამაზე

„ძველზმანის ფესტივალი" მსურველებისთვის ღია იქნება 12:00-დან 20:00 საათამდე. დასწრება თავისუფალია.

ვისაც სურვილი აქვს ფესტივალში მონაწილეობა ვინტაჟური სამოსის გამყიდველის ამპლუაში მიიღოს, რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ ამ ბმულზე.

ვინტაჟი – ესაა სტილიზებული მიმართულება მოდაში, განსაკუთრებით, ტანსაცმლისა და საყოფაცხოვრებო ნივთების მიმართულებაში, რომელიც ორიენტირებულია წინა თაობებისა და ეპოქების მოდის აღორძინებაზე.

ვინტაჟი მოდასა და დიზაინში გულისხმობს, რომ ნივთი მინიმუმ 30 წლის წინ უნდა იყოს შექმნილი. 15 წლის წინ შექმნილ ტანსაცმელს თანამედროვედ მიიჩნევენ, ხოლო 50 წლის წინ შექმნილს – უკვე ანტიკვარიატად.

ყველა ახალი ამბავი
0