08:16 20 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2902
  • 100 RUB4.6406
  • USD2.9738
სტეფანე მღებრიშვილი

ანრი ჯოხაძე, სტეფანე, ნანი ბრეგვაძე – ცნობილი გახდა „ოქროს ტალღის“ გამარჯვებულები

© photo: Stephane Mgebrishvili / FB
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (552)
10420

წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონია წელს მეექვსედ გაიმართა.

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. გამოვლინდა წლის სიმღერის დაჯილდოების „ოქროს ტალღა 2019“-ის გამარჯვებულები – მთავარი ჯილდო წლის სიმღერის ნომინაციაში მომღერალ ანრი ჯოხაძეს გადაეცა სიმღერისთვის „ცივი ნოემბერი“.

წლის მუსიკალური დაჯილდოება „ოქროს ტალღა“ რადიოჰოლდინგმა „ფორტუნამ“ ექვსი წლის წინ დააფუძნა. წელს გამარჯვებულები 15 კატეგორიაში დასახელდნენ. ანრი ჯოხაძე უკვე მეორედ გახდა „ოქროს ტალღის“ მთავარი პრიზის მფლობელი. პირველად მან იმავე ნომინაციაში გაიმარჯვა კომპოზიციით „განა ყველა ქალი ქალია?!“

პრემიერები და გალა-კონცერტი: თბილისში ბალეტის ფესტივალი გაიმართება >>>

„ოქროს ტალღის“ დაჯილდოების ცერემონიამ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გრანდიოზულად ჩაიარა. სცენაზე გორის ქალთა გუნდის და თბილისის მერიასთან არსებულ ვაჟთა კაპელის, ასევე ცნობილი ქართველი ინსტრუმენტალისტების მონაწილეობით კანადელმა შემსრულებელმა მარკ მარტელმა ლეგენდარული „ქუინის“ კომპოზიციები შეასრულა. ის სპეციალურად „ოქროს ტალღისთვის“ ჩამოვიდა საქართველოში.

გთავაზობთ „ოქროს ტალღა 2019“-ის გამარჯვებულების სრულ ჩამონათვალს:

წლის დებიუტი – Project-O – არ მახსოვს (კომპოზიტორი: ნიკა კაცია / ტექსტი: ანი კავლელიშვილი; არანჟირება: გიორგი დათიაშვილი)

წლის დუეტი – გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეები – ისე ძლიერ შეგიყვარე (კომპოზიტორი და ტექსტი: ნატო გელაშვილი; არანჟირება: ბორიკო შხიანი)

წლის რიმეიკი – სოფო ნიჟარაძე და საბა კემულარია – შემოდგომა (კომპოზიტორი: ოთარ თევდორაძე / ტექსტი: ვახტანგ გოგოლაშვილი)

წლის ჯგუფი/ანსამბლი – ანსამბლი შვიდკაცა – მხარე ლამაზი (კომპოზიტორი: მაცაცო სებისკვერაძე / ლექსი: გრიგოლ აბაშიძე; არანჟირება: რომა გიორგაძე)

წლის ქალაქური სიმღერა – ლაშა ღლონტი და გროს ოქტეტი – ჩემი ხარ თუ სხვისი ხარ (კომპოზიტორი: მამუკა ჩარკვიანი / ლექსი: ჯანსუღ ჩარკვიანი / არანჟირება: მერაბ მამულაშვილი)

წლის მომღერალი ქალი – მაკა ზამბახიძე – ჩემთან ერთად (კომპოზიტორი და ტექსტი: მანუჩარ მანჯავიძე)

წლის მომღერალი მამაკაცი – სტეფანე – შენთან მოვდივარ (კომპოზიტორი: სტეფანე მღებრიშვილი / ტექსტი: ზაზა კოშკაძე)

მუსიკის პოპულარიზაცია ქვეყნის ფარგლებს გარეთ – ნანი ბრეგვაძე

მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილი – მამუკა ჩარკვიანი

მუსიკალური პროდიუსინგი – გიორგი კერესელიძე (ისთერნ პრომოუშენი)

რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ რჩეული – სოფო გელოვანი

მუსიკალური ვიდეოკლიპი – ნოდიკო ტატიშვილი (მე ვოცნებობდი (კომპოზიტორი: დავით მჭედლიშვილი (Davi mc) / ტექსტი: დავით მჭედლიშვილი (Davi mc) და მანანა გურგენიძე, არანჟირება: ალეკო ბერძენიშვილი; კლიპის რეჟისორი: ნესტან სინჯიკაშვილი)

ინეტრნეტ-რჩეული – ბაჩო რამიშვილი- შენ ხარ სამყარო (კომპოზიტორი: შეთე, ტექსტი: ბაჩო რამიშვილი)

მუსიკალური ტელეპროექტი – „მხოლოდ ქართული“ ნიკა გვარამია, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“

წლის სიმღერა – ანრი ჯოხაძე – ცივი ნოემბერი (კომპოზიტორი: ანრი ჯოხაძე / ტექსტი: ნიკა ჩერქეზიშვილი)

კონკურსის მთავარი ჯილდოს – „წლის სიმღერის“ ნომინაციაში გამარჯვებულები სხვადასხვა დროს გახდნენ ნოდიკო ტატიშვილი და სოფო გელოვანი, ანრი ჯოხაძე, ნიაზ დიასამიძე, სტეფანე მღებრიშვილი და ნოდიკო ტატიშვილი და სალომე ბაკურაძე.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (552)

მთავარი თემები