Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„შენთან უნდა მოვიდე აღსარების ჩასაბარებლად“ – ანრი ჯოხაძე ეკლესიაში ანაფორით დააფიქსირეს

გამოწერა
თაყვანისმცემლები მომღერალ ანრი ჯოხაძის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს სოციალურ ქსელში სასაცილო კომენტარებით ეხმაურებიან.

მომღერალ ანრი ჯოხაძისთვის მაისის თვე ხმაურიანი აღმოჩნდა. ერთ-ერთმა გამორჩეულმა ქართველმა შემსრულებელმა სოციალურ ქსელში ორაზროვანი ფოტო გამოაქვეყნა, რომელმაც თაყვანისმცემლების ყურადღება მიიპყრო. ფოტოზე ანრი ჯოხაძე მონასტერში ანაფორითა და სანთლით ხელშია აღბეჭდილი წარწერით „ღმერთს ებარებოდეთ“. ერთი შეხედვით, არაფერი უცნაური, რომ არა მისი მზის სათვალე, რომელმაც ფანების გაკვირვება და ცინიკური კომენტარები გამოიწვია.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, ანრი ჯოხაძე არც სტიქაროსანი გამხდარა და, მით უმეტეს, არც ბერად აღკვეცილა. აღმოჩნდა, რომ თოქ-შოუ „პრაიმშოუ“ გადაღებაზე ეწვია ფერიცვალების მამათა მონასტერს, სადაც მომღერალმა სტიქარი გამიზნულად იმოსა.

ამ ამბით გაოცებულმა Facebook-ის მომხმარებლებმა კომენტარები არ დაიშურეს: „შენთან უნდა მოვიდე აღსარების ჩასაბარებლად“, “სათვალე გიხდება, მაგრამ ეკლესიაში მოიხსენი“, „შავი მთვარე მოქმედებს?“, „მამა ანრი, ყველაფერი გიხდება“, „გთხოვ, მანდ დარჩე და ილოცო ჩვენთვის“...

ყველა ახალი ამბავი
0