საქართველოდან „ცუდი ხალხი“ სამხრეთ აფრიკაში დააჯილდოეს

გამოწერა
ფილმი „ცუდი ხალხი“ 1990-იანი წლების დასაწყისის პერიოდზე მოგვითხრობს.

თბილისი, 17 მაისი — Sputnik. ქართულმა მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა „ცუდი ხალხი“ გაიმარჯვა ახალ კინოფესტივალზე Nightlight Impact Awards Festival ნომინაციაში „საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი“, იუწყება საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.

Nightlight Impact Awards Festival-ი (NIAF) სამხრეთ აფრიკაში პირველად გაიმართა და ის ყოველწლიური გახდება. 

სატელევიზიო გადაცემის გადაღება - Sputnik საქართველო
რომელ ფილმებს დააფინანსებს ქართული კინოცენტრი 2019-2020 წლებში

ჯილდო საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის ფილმში „ცუდი ხალხი“ მიიღო გელა ჩინჩალაძემ. 19-წუთიანი სცენარის ავტორები არიან გიორგი თავართქილაძე და ვლადიმერ კაჭარავა.

ფესტივალში მონაწილეები მთელი მსოფლიოდან იყვნენ მიწვეული. მათ შეეძლოთ წარედგინათ საყვარელი ფილმები, როგორც სრულმეტრაჟიანი, ისე მოკლემეტრაჟიანი, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა პროფესიონალები, მოყვარულები ან სტუდენტები.

ფილმის შესახებ
მძაფრსიუჟეტიანი ფილმი „ცუდი ხალხი" რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული. ფილმის მთავარი გმირია ახალგაზრდა მამაკაცი გია, რომელიც 1991 წლის თბილისის ომში მონაწილეობდა. ფილმის სიუჟეტის თანახმად, თავისი მცირეწლოვანი შვილისთვის სიცხის დამწევი წამლის ძებნის დროს გია დიდი ხნის უნახავ თანაკლასელებს ხვდება. თუმცა, მალევე აღმოჩნდა, რომ ძველი მეგობრები სინამდვილეში მისი მტრები გახდნენ.

ფილმში ვახო ჩაჩანიძესა და ჯანო იზორიასთან ერთად მონაწილეობენ მამუკა ესაძე, დიტო ცინცაძე, დავით კვირცხალია, ჯაბა პაპუაშვილი, ლაშა რამიშვილი, ბესო სოლომონიშვილი, ლევან კუხაშვილი და სხვ.

ფილმის წარმოებაზე კინოცენტრის ფინანსური მხარდაჭერით მუშაობდა საპროდიუსერო კომპანია 20 Steps Productions.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის მარტში მოკლემეტრაჟიან ფილმში „ცუდი ხალხი" მთავარი და მეორეხარისხოვანი როლების შემსრულებლები ვახტანგ ჩაჩანიძე და ჯანო იზორია კანადაში ტორონტოს საერთაშორისო ფესტივალზე Redline International Film Festival საუკეთესო მსახიობებად დასახელდნენ.

სულ ახლახან ფილმმა ლონდონში Discover Film Awards-ის ფესტივალზე მოიპოვა ჯილდო „საუკეთესო საერთაშორისო დრამა“.

ყველა ახალი ამბავი
0