რომელ ფილმებს დააფინანსებს ქართული კინოცენტრი 2019-2020 წლებში

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / ფოტობანკში გადასვლასატელევიზიო გადაცემის გადაღება
სატელევიზიო გადაცემის გადაღება - Sputnik საქართველო
გამოწერა
Yandex newsTelegram
თითოეული გამარჯვებული ფილმისთვის 300 ათასი ლარი გამოიყოფა.

თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი 2019-2020 წლებში ოთხ სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმს დააფინანსებს – კონკურსის გამარჯვებულებს შორის ქართული კინოს მეტრებიც არიან.

ზურაბ მაღალაშვილი - Sputnik საქართველო
„ვცდილობდი ობიექტური ვყოფილიყავი" – მაღალაშვილი კინოცენტრის ხელმძღვანელის პოსტს ტოვებს

დაფინანსების კონკურსზე სულ 21 განცხადება შევიდა. აქედან მეორე ტურში გადავიდა რვა პროექტი. საბოლოოდ ექსპერტთა კომისიამ არჩევანი ოთხ ფილმზე შეაჩერა, ნათქვამია კინოცენტრის განცხადებაში.

გამარჯვებულთა სია ასეთია: „სად მიდის ლიზა (ქართულ-აფხაზური დღიურები)" - რეჟისორი და სცენარისტი ნანა ჯანელიძე; „თხილი" - რეჟისორი და სცენარისტი ლევან კოღუაშვილი გიორგი კეკელიძის თანაავტორობით; „ცივი ღრუბლები" - რეჟისორი და სცენარისტი კახაბერ კიკაბიძე და „ტერცო მონდო" - რეჟისორი და სცენარისტი მერაბ კოკოჩაშვილი.

გამარჯვებული ფილმების გადასაღებად თითოეულისთვის გამოიყოფა 300 ათასი ლარი. დაფინანსებული თანხის ოდენობა გადანაწილდა საექსპერტო კომისიის მიერ თითოეული გამარჯვებული პროექტის ავტორთან შეთანხმებით.

ყველა ახალი ამბავი
0