01:47 20 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2434
  • 100 RUB4.3709
  • USD2.9225
პარიზი

ქართველი დიზაინერების რეკორდი პარიზის მოდის კვირეულზე: გაყიდულია ორი მილიონის სამოსი

© photo: Sputnik / Irina Kalashnikova
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
ქართველი დიზაინერები მსოფლიო ასპარეზზე (28)
168 0 0

ქართველმა დიზაინერებმა პარიზის მოდის კვირეულზე ფურორი მოახდინეს.

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. ქართველმა დიზაინერებმა პარიზის მოდის კვირეულზე საკუთარი ნამუშევრები წარადგინეს და 2,1 მლნ ლარის (700 ათას ევროზე მეტი) ღირებულების პროდუქცია გაყიდეს, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" Facebook-გვერდზე.

ქართველი დიზაინერების კოლექციები პარიზში წარადგინეს>>>

სააგენტოს ცნობით, ეს არის მსგავს ღონისძიებებში ქართველი დიზაინერების მიერ მიღებული რეკორდული თანხა.

პარიზის მოდის კვირეულში, რომელიც 28 თებერვლიდან 5 მარტამდე პერიოდში მიმდინარეობდა, სააგენტოს მხარდაჭერით მონაწილეობა მიიღო 18-მა ქართველმა დიზაინერმა, მათ შორის, ანუკი არეშიძემ, გიორგი ქებურიამ, გვანცა ჯანაშიამ, თამუნა ინგოროყვამ და სხვებმა. მათი პროდუქცია სპეციალურ შოუ-რუმებზე იყო წარმოდგენილი.

პარიზის მოდის კვირეული მსოფლიოში ოთხი ყველაზე მნიშვნელოვანი მოდის კვირეულების ფინალური ღონისძიებაა. იგი ყოველთვის ხურავს სეზონს და fashion-ინდუსტრიაში ყველაზე ავტორიტეტულად ითვლება. კვირეული ექვს თვეში ერთხელ იმართება.

პარიზის მოდის კვირეული სათავეს 1973 წლიდან იღებს. ღონისძიება ფრანგული მაღალი მოდის ფედერაციისა და პრეტ-ა-პორტეს მხარდაჭერით ტარდება.

 

თემები:
ქართველი დიზაინერები მსოფლიო ასპარეზზე (28)

მთავარი თემები