17:46 24 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8226
  • 100 RUB4.2699
  • USD3.2641
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (932)
105 0 0

ფანატები ბონას „აფრიკელ სტინგს“ უწოდებენ, ხოლო კრიტიკოსები მის ზეპროფესიონალიზმზე საუბრობენ.

თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. მსოფლიო ჯაზის ამერიკელი ვარსკვლავები– ჯაზ–ბასისტი რიჩარდ ბონა და ჯაზ–კონტრაბასისტი, კომპოზიტორი და შემსრულებელი ავეშაი კოენი ჯანსუღ კახიძის სახელობის მეხუთე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის სტუმრები იქნებიან. ფესტივალი თბილისში 5–17 მაისს გაიმართება.

დიდი ქართველი დირიჟორის, კომპოზიტორისა და მომღერლის, ჯანსუღ კახიძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი კახიძის სახელობის მუსიკალურ–კულტურული ცენტრისა და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, დედაქალაქში 2015 წლიდან იმართება.

კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ბონას აქვს უნარი, პირველივე ნოტებიდან მოაჯადოოს მსმენელი. ლამაზი ხმა, ბას–გიტარაზე ვირტუოზული ესრულება, უზადო საკომპოზიტორო ნიჭი და სცენური მომხიბვლელობა კამერუნელ მუსიკოსს მსოფლიო ჯაზის ერთ–ერთ საუეთესო შოუმენად აქცევს.

ბონა თბილისში 5 მაისს გამოვა, მას თანხლებას გაუწევს სიმფონიური ორკესტრი ვახტანგ კახიძის დირიჟორობით.

„რიჩარდ ბონას თითქოსდა მსუბუქი ხმა, ბას-გიტარაზე დაკვრის შემაშფოთებლად ძლიერი უნარები, სიმღერების შექმნისა და არანჟირების უნიკალური გამოცდილება და შესაძლებლობა, ისწავლოს ნებისმიერ ინსტრუმენტზე დაკვრა უბრალოდ ყურებით, ანიჭებს მას საერთაშორისო რეპუტაციის მქონე იშვიათი აფრიკელი არტისტის პოზიციას, რომელიც სცდება კულტურათაშორის საზღვრებს“, – აღნიშნავენ ფესტივალის ავტორები.

ავეშაი კოენი წარმოშობით ისრაელიდანაა. ჯაზი ცნობილი ჯაზ–გიტარისტისა და კომპოზიტორის, ჯაკო პასტორიუსის წყალობით შეიყვარა. 1988 წლიდან გამოშვებული აქვს 15 ალბომი.

მელომანები კოენს 17 მაისს მოუსმენენ. მას თანხლებას ასევე გაუწევს სიმფონიური ორკესტრი. კონცერტის პროგრამაშია თანამედროვე ჯაზური კომპოზიციები და მსოფლიო ჰიტები. კოენი თავის ტრიოსთან (კონტრაბასი, ფორტეპიანო. დასარტყამი ინსტრუმენტი) გამოვა.

ფესტივალის მესამე სტუმარი იქნება ვოკალური სექსტეტი The Georgian Six, რომელიც 2013 წელს საქართველოში სადირიჟორო მიმართულების აკადემიური გუნდის სტუდენტებმა დააარსეს. გუნდი ფოკუსირებულია კლასიკური მუსიკის, ქართული ფოლკლორის, ჯაზისა და სხვა ჟანრების ხმოვანების სინთეზის ორიგინალურ ჟღერადობაზე. . The Georgian Six მრავალი ეროვნული და საერთაშორისო ფესტივალის მონაწილე და გამარჯვებულია. სექსტეტი ფესტივალზე 11 მაისს წარდგება.

ფესტივალისკონცერტებზე ბილეთები იყიდება კახიძის სახელობის ცენტრში, ასევე ონლაინ.

თემები:
საქართველო და კულტურა (932)

მთავარი თემები