ბულატ ოკუჯავას იუბილე თბილისში – ბარდების ფესტივალი

© Sputnik / Levan Avlabreliსაავტორო სიმღერების კონცერტი 9 მაისს
საავტორო სიმღერების კონცერტი 9 მაისს - Sputnik საქართველო
გამოწერა
საავტორო სიმღერის ფესტივალი თბილისში წელს ბულატ ოკუჯავას მიეძღვნება.

თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. საავტორო სიმღერის თბილისის მეხუთე საერთაშორისო ფესტივალი 6–11 მაისს გაიმართება და ის პოეტის, ბარდისა და კომპოზიტორის ბულატ ოკუჯავას 95 წლისთავს მიეძღვნება.

როგორც საერთაშორისო კულტურულ–საგანმანათლებლო კავშირ „რუსკი კლუბში“ (Русский клуб, რუსული კლუბი) აცხადებენ, წლევანდელი ფესტივალის სლოგანია „ვუმღერი მეგობრებს“. ღონისძიება, ტრადიციულად, გრიბოედოვის სახელობის აკადემიური დრამატული თეატრის სცენაზე გაიმართება. საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik–საქართველო“ ფესტივალის მთავარი საინფორმაციო პარტნიორია.

ბულატ ოკუჯავა - Sputnik საქართველო
როდესაც ჩემი თავი გენიალური მგონია, სამზარეულოში მივდივარ ჭურჭლის გასარეცხად...

ფესტივალში 2019 წელს მონაწილეობას ცხრა ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ: ჯავიდ იმამვერდიევი (აზერბაიჯანი), კარენ მამიკონიანი (სომხეთი), ოლგა ზალესკაია (ბელარუსი), ლეონიდ ვაქსმანი (ისრაელი), მიხაილ განტმანი და ოლგა ვასილიევა (გერმანია), იაცეკ ბესჩინსკი (პოლონეთი), ვლადიმირ ვასილიევი და ვლადიმირ კადენკო (უკრაინა).

რუსეთს წარმოადგენენ ავტორი–შემსრულებლები ჩინგიზ ბახადოვი, ელენა გურფინკელი, ალექსეი ზახარენკოვი, დმიტრი კურილოვი, ვალენტინა და მიხაილ ტროშენკოვები.

ქართული მხრიდან ფესტივალზე გამოვლენ: რობ ავადიაევი, ვახტანგ აროშიძე, ანა გრინი, ზურა ზაქარიაძე, ოლეგ მჭედლიშვილი, ირინა პოროშინა და გოგა ჭყონია.

ბულატ ოკუჯავას დაბადების დღეს, 9 მაისს გრიბოედოვის თეატრის დიდ სცენაზე გაიმართება გალა–კონცერტი სახელწოდებით „ომის სიმღერები“. საღამო გამარჯვების დღეს მიეძღვნება. მასში მონაწილეობას მიიღებენ ფესტივალის სტუმრები და ქართული ესტრადის ვარსკვლავები.

თბილისის საავტორო სიმღერის საერთაშორისო ფესტივალი დააარსა საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირმა „რუსკი კლუბი“, ფინანსური მხარდამჭერია ფონდი „რუსკი მირი“. პირველად ის 2014 წელს ჩატარდა და მაშინაც ბულატ ოკუჯავას მიეძღვნა.

ყველა ახალი ამბავი
0