15:39 20 მაისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0630
  • 100 RUB4.2434
  • USD2.7424
მიხაილ ჟვანეცკი

რატომ ვერ ჩამოვა ჟვანეცკი თბილისში

© photo: Sputnik / Ilya Pitalev
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (90)
152 0 0

სატირიკოსმა ფესტივალის „ბედნიერების ასაკი“ მონაწილეებისთვის ვიდეომიმართვა ჩაწერა.

თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. ცნობილი მწერალი–სატირიკოსი მიხაილ ჟვანეცკი, რომელიც ფესტივალის „ბედნიერების ასაკი“ ფარგლებში 21 აპრილს თბილისში კონცერტის გამართვას აპირებდა, საქართველოში ჩამოსვლას ვერ შეძლებს – მან ხელი მოიტეხა.

„მიხაილ ჟვანეცკიმ ხელი მოიტეხა, მაგრამ ამან ის ვერ შეაჩერა. მან თქვა, რომ თუნდაც თაბაშირში, მაგრამ მაინც ჩამოვა ფესტივალზე „ბედნიერების ასაკი“, მაგრამ უფრო ცუდი რამ მოხდა. მიხაილ ჟვანეცკიმ მეორედ მოიტეხა ხელი. ის ახლა ოპერაციის შემდეგ ისვენებს. ბუნებრივია, ყველანაირი ფრენა, მგზავრობა და სცენაზე გამოსვლა მისთვის აკრძალულია“, – წერენ ფესტივალის ორგანიზატორები.

თბილისში ჟვანეცკი, ჯგუფი „ბრავო“ და ნინო ქათამაძე წარდგებიან>>

ჟვანეცკის თქმით, რომელმაც ფესტივალის მონაწილეებისთვის ვიდეომიმართვა ჩაწერა, თავადაც ძალიან განიცდის, რომ მისი ვიზიტი საქართველოს დედაქალაქში გაუქმდა.

„თვითონაც ძალიან მიჭირს კონცერტის გაუქმება. მაგრამ მაინც, დაცემა და ხელის ერთსა და იმავე ადგილზე მოტეხა... აპრილში დაგეგმილი კონცერტების გადატანა ივნისში მომიწია. სამწუხაროდ, უქმდება გამოსვლები თბილისში და ტარტუში“, – ამბობს ვიდეომიმართვაში მწერალი.

მისი თქმით, ის გარკვეული პერიოდი საავადმყოფოში იმყოფებოდა, ახლა პროცედურებსა და სამკურნალო ფიზკულტურაზე დადის. ის იმედოვნებს, რომ მალე გამოჯანმრთელდება და განაგრძობს კონცერტების გამართვას.

მიხაილ ჟვანეცკი სცენაზე უკვე 40 წელზე მეტია. ის მუშაობდა არკადი რაიკინის თეატრში, თანამშრომლობდა რომან კარცევთან, ვიქტორ ილჩენკოსთან. მათთვის ჟვანეცკიმ სამასზე მეტი მინიატურა და მონოლოგი დაწერა. სატირიკოსის გამონათქვამები ფრთიან ფრაზებად იქცა.

ჟვანეცკი საქართველოში ბოლოს 2016 წელს საავტორო საღამოზე, რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე გამოვიდა.

ვინ ჩაანაცვლებს ჟვანეცკის?

ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებით, მიხაილ ჟვანეცკის ნაცვლად ფესტივალზე რუსეთის სახალხო არტისტი, თეატრისა და კინოს მსახიობი ალექსანდ ფილიპენკო გამოვა.

სურვილის შემთხვევაში ფესტივალის მონაწილეებს შეუძლიათ უკან დაიბრუნონ ბილეთში გადახდილი თანხა, ან ეწვიონ ფილიპენკოს საღამოს, ან სხვა რომელიმე ღონისძიებას ფესტივალის ფარგლებში.

ფესტივალი „ბედნიერების ასაკი“

ფესტივალი თბილისში 19–26 აპრილს მიმდინარეობს. მისი სტუმრები არიან მწერალი და რადიოწამყვანი ალექს დუბასი, ევგენი ხავტანი და ჯგუფი „ბრავო“, ასევე პოპულარული მომღერალი ნინო ქათამაძე.

„ბედნიერების ასაკი“ — ვლადიმირ და იულია იაკოვლევის საერთაშორისო პროექტია იმ ადამიანებზე, რომლებიც 50 წლის ასაკის შემდეგ უფრო საინტერესოდ და მხიარულად ცხოვრობენ, ვიდრე ახალგაზრდობაში. მათ არ ეშინიათ ხელახლა იპოვონ საკუთარი თავი და ოცნებები რეალობად აქციონ. სწორედ 50 წლის შემდეგ მათ ნანატრ „ბედნიერების ასაკს“ მიაღწიეს.

პროექტი „ბედნიერების ასაკი“ დაიწყო 2012 წლის ნოემბერში, როდესაც ვლადიმირ იაკოვლევის ამავე დასახელების წიგნი გამოვიდა. პირველი ფესტივალი „ბედნიერების ასაკი“ 2015 წლის შემოდგომაზე მონტენეგროში გაიმართა.

ორგანიზატორების ინიციატივით, ფესტივალის პროგრამის ფარგლებში ყოველდღიურად ჩატარდება სხვადასხვა შემოქმედებითი საღამოები, ცეკვა და მედიაციური აერობიკა, ასევე თემატური მასტერ-კლასები, ლექციები და სემინარები.

სემინარების თემატიკა საკმაოდ ვრცელია. ფესტივალის მონაწილეებს ასწავლიან, როგორ უნდა მოიცილონ კომპლექსები და წარსულის ტვირთი, ეფექტურად განიტვირთონ და დაძაბულობა მოიხსნან. ისინი ასევე შეიტყობენ, ღირს თუ არა მავნე ჩვევების დავიწყება, როგორ უნდა გამოიყურებოდეთ კარგად, როგორ არ დაკარგონ თავი შვილებსა და მშობლებზე ზრუნვაში, როგორ უნდა აკონტროლონ განწყობა და ებრძოლონ დეპრესიებს, იცხოვრონ აწმყოთი და მომავლის არ შეეშინდეთ.

ფესტივალზე შეისწავლიან „პლეიბეკ-თეატრის“ გამოცდილებას. ეს არის იმპროვიზაციის თეატრი, სადაც მაყურებელი იხსენებს ისტორიებს, მსახიობები კი ამ ისტორიებს სპექტაკლებად აქცევენ. ამაში ფესტივალის მონაწილეებს რევერსიის თეატრ „მეტამორფოზის“ მსახიობები დაეხმარებიან.

გარდა ამისა, „ბედნიერების ასაკის“ პროგრამაშია შემოქმედებითი შეხვედრები პოეტსა და მწერალ ლევ რუბინშტეინთან და ისტორიკოს და პუბლიცისტ ლევ ლურიესთან.

ფესტივალის მუსიკალურ ნაწილში, გამოცხადებული ვარსკვლავების გარდა, მოსალოდნელია ჯგუფ „მგზავრების“ გამოსვლა.

ფესტივალი სასტუმრო „რუმსის“ ტერიტორიაზე გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობა ფასიანია. ფესტივალის დეტალური პროგრამა იხილეთ აქ.

თემები:
საქართველო და კულტურა (90)

მთავარი თემები