18:25 26 მაისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1102
  • 100 RUB4.3044
  • USD2.7802
თბილისის ხედი

მფრინავი ასოები თბილისის ცაში - როგორ გავხდეთ უჩვეულო ფლეშმობის მონაწილე

© Sputnik / Alexander Imedashvili
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (104)
135 0 0

„GAUზიარე 33 ემოცია" - თბილისში უჩვეულო ფესტივალი გაიმართება

თბილისი, 11 აპრილი - Sputnik. ერთდღიანი ფესტივალი „GAUზიარე 33 ემოცია" ქართული ენის დღის ფარგლებში თბილისში 14 აპრილს გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.

„ქართული ენის“ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება თბილისში მასშტაბურად აღინიშნება >>

ფესტივალი 11:00 საათზე დედაქალაქის ცენტრში სიმბოლური მსვლელობით გაიხსნება - რუსთაველის გამზირიდან თავისუფლების მოედნამდე. მსვლელობის მონაწილეები ჰაერში გაუშვებენ ჰელიუმის ბუშტებს, რომლებზეც დატანილი იქნება ქართული ასოები. ფლეშმობში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდით აქ.

მოგვიანებით, 13:00 საათიდან 19:00 საათამდე ფესტივალი მწერალთა სახლში გაგრძელდება. ფესტივალის პროგრამაშია ანსამბლი „რუსთავის“ გამოსვლა, დავით ევგენიძის კონცერტი, საჯარო ლექციები ქართული ენის შესახებ: პოეტი რატი ამაღლობელი, მწერალი დათო ტურაშვილი, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე. პროგრამაშია ასევე ანთოლოგიის „ქართული ანბანი - 33 ემოცია“ პრეზენტაცია და სპეციალური ფასდაკლება წიგნზე, თემატური ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ბლოგების კონკურსში გამარჯვებული სკოლის მოსწავლეების დაჯილდოება, GAU ბენდის გამოსვლა, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სტენდი, სადაც მსურველებისთვის შეიქმნება წერილები ქართველი კლასიკოსების კალიგრაფიის შრიფტით.

„ფესტივალის მიზანია ქართული ენის მნიშვნელობის ხაზგასმა და იმ საერთო ღირებულების აღნიშვნა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გვიცავს და გვაძლიერებს, განგვასხვავებს სხვა ერებისგან და ქმნის განსაკუთრებულ კულტურულ მემკვიდრეობას“, - ნათქვამია ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებაში.

ღონისძიება გაიმართება მწერალთა სახლის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, კომპანიების Palitra L Publishing-ი და Askaneli Brothers-ის მხარდაჭერით.

„შემომეხარჯა" – ანუ როგორ „დანებდა" დიდი ბრიტანეთის ელჩი ქართულ ზმნას >>

ქართული ენის დღე 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების ხსოვნის უკვდავსაყოფად დაწესდა. ამ დღეს 40 წლის წინ თბილისში მშობლიური ენის დასაცავად მასობრივი გამოსვლები შედგა, რომელთა შედეგად საქართველოს სსრ-ის კონსტიტუციაში ქართულმა ენამ სახელმწიფოს სტატუსი შეინარჩუნა.

თემები:
საქართველო და კულტურა (104)

მთავარი თემები