თბილისში ოთო ნემსაძის კლიპის პრეზენტაცია გაიმართა

© photo: courtesy of Oto Nemsadzeოთო ნემსაძე
ოთო ნემსაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოთო ნემსაძე ისრაელში „ევროვიზიაზე“ „დიდი გულითა და უზარმაზარი სიყვარულით“ მიემგზავრება

თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. თბილისის კინოთეატრ „კავეა გალერეაში“ გუშინ გაიმართა ოთო ნემსაძის სიმღერაზე ვიდეოკლიპის პრემიერა, რომელსაც მომღერალი საქართველოს სახელით სიმღერის კონკურს „ევროვიზიაზე“ ისრაელში წარადგენს.

„ევროვიზია 2019"-ზე საქართველო მეთერთმეტე ნომრით გამოვა>>

„ევროვიზია 2019" თელ-ავივში გაიმართება. კონკურსის პირველი და მეორე ნახევარფინალები და ფინალი, შესაბამისად, 14, 16 და 18 მაისს გაიმართება. ნემსაძე სიმღერით „სულ წინ იარე" 14 მაისს, პირველი ნახევარფინალური საღამოს მეორე ნაწილში მე–11 ნომრად წარდგება.

ნემსაძის კლიპი შავ–თეთრია. ვიდეოს ერთადერთი და მთავარი გზავნილი აქვს – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ოცნება და მისი აღდგენის ძლიერი სურვილი.

კლიპის გადაღებებში მონაწილეობდნენ ანსამბლ „შავნაბადას“ წევრები, რომელბიც ნემსაძის ბექ–ვოკალში გამოვლენ. ვიდეორგოლზე მუშაობდა რეჟისორი გიორგი ებრალიძე.

„დიახ, მეგობრებო, მე მიყვარს ეს სიმღერა და ძალიან მომწონს ეს ვიდეოც. გააზიარეთ და თქვენს მეგობრებსაც სთხოვეთ. Europe - Israel here we go with our new video With big heart and huge love (ევროპა–ისრაელი, მოვდივართ ახალი ვიდეოთი. დიდი გულითა და უზარმაზარი სიყვარულით)“, – დაწერა ნემსაძემ თავის Facebook–გვერდზე.

როგორც ადრე აღინიშნა, ქართული დელეგაცია „ევროვიზია 2019"-ზე 4 მაისს გაემგზავრება. 5 მაისს კი ოთო ნემსაძე პირველ რეპეტიციას გაივლის.

ოთო ნემსაძე - Sputnik საქართველო
საქართველო „ევროვიზია 2019"-ზე: ვინ არის ოთო ნემსაძე

„ევროვიზიას" ქართველი მაყურებელი, ტრადიციულად, პირველი არხის პირდაპირ ეთერში 23:00 საათიდან ნახავს.

ოთარ ნემსაძე წარმოშობით გორიდანაა. დაიბადა 1989 წლის 18 ივნისს. მუსიკით ბავშვობიდან იყო გატაცებული. ნემსაძის მუსიკალური კარიერა 2010 წელს დაიწყო, როდესაც მან ვოკალურ სატელევიზიო შოუ „ჯეოსტარში" გაიმარჯვა. ოთო კარიერის დასაწყისშივე გამოირჩეოდა შრომისმოყვარეობით, საკუთარ თავზე მუშაობის უნარითა და მარცხთან შეურიგებლობით. მალევე გაიბრწყინა ქართულ-უკრაინულ შოუში „10+10", 2013 წელს კი სახელი გაითქვა უკრაინაში, როდესაც უკრაინული „ხმის" (Голос) ფინალში მოხვდა. 2015 წელს მეორე ადგილი დაიკავა უკრაინულის ანალოგიურ ქართულ შოუში – „ერთი ერთში". 2013 წელს ოთო ნემსაძემ სადებიუტო ალბომი „ფიქრების ზღვა" გამოუშვა.

ყველა ახალი ამბავი
0