ნინო ჩაკვეტაძის საოცარ მხატვრობას ესტონეთში გაეცნობიან

© photo: Sputnikნინო ჩაკვეტაძე
ნინო ჩაკვეტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტალინელები და ქალაქის სტუმრები ჩაკვეტაძის მიერ საბავშვო წიგნებისთვის შექმნილ ილუსტრაციებს იხილავენ.

თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. ცნობილი ქართველი მხატვრის ნინო ჩაკვეტაძის საოცრად თბილ და ლამაზ ნახატებს ტალინში იხილავენ – მხატვრის ნამუშევრების გამოფენა 10 აპრილს ესტონეთის საბავშვო ლიტერატურის ცენტრში გაიხსნება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

ექსპოზიცია 4 მაისამდე ჩათვლით გაგრძელდება.

© photo: Sputnikნინო ჩაკვეტაძე
ნინო ჩაკვეტაძის საოცარ მხატვრობას ესტონეთში გაეცნობიან - Sputnik საქართველო
ნინო ჩაკვეტაძე

ნინო ჩაკვეტაძე – თანამედროვე საქართველოს ყველაზე კეთილი და თბილი მხატვარია. მისი სურათები არა მარტო ბედნიერი ბავშვობის, პირველი ტკბილი და მწარე ბავშვური განცდების, ლამაზი მოგონებებისა და ოცნების ხორცშესხმას წარმოადგენს, ჩაკვეტაძის ტილოები ნამდვილი ანტისტრეს–შემოქმედებაა. პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით განკურნების ეფექტის მქონე ტილოებით ნინო ჩაკვეტაძემ საქართველოს ფარგლებს გარეთაც გაითქვა სახელი.

© photo: Sputnikნინო ჩაკვეტაძის ნახატები
ნინო ჩაკვეტაძის საოცარ მხატვრობას ესტონეთში გაეცნობიან - Sputnik საქართველო
ნინო ჩაკვეტაძის ნახატები

ჩაკვეტაძე დაიბადა თბილისში 1971 წელს. 1996 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. 1997 წლიდან არის საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი.

ერთხელ ქართველ მხატვარს მოსკოველმა ფსიქოლოგებმა მისი ნახატების მეტაფორულ რუკებში გამოყენების უფლება სთხოვეს. ამ რუკებს პაციენტებთან მუშაობისას იყენებენ. ნინო ამას დიდი სიხარულით დათანხმდა. დღეს ნინო ჩაკვეტაძის რუკები სახელწოდებით „ბავშვთა განცდების მეტაფორა" რუსეთის წიგნის მაღაზიების ფსიქოლოგიურ განყოფილებებში ბევრგან იყიდება.

© photo: Sputnikნინო ჩაკვეტაძის ნახატები
ნინო ჩაკვეტაძის საოცარ მხატვრობას ესტონეთში გაეცნობიან - Sputnik საქართველო
ნინო ჩაკვეტაძის ნახატები

თბილისში ფუნქციონირებს მხატვრის გალერეა Nocha, სადაც შესაძლებელია ნინო ჩაკვეტაძის ნახატების დათვალიერება და ყიდვა.

ყველა ახალი ამბავი
0