„რეალურად სტინგივით იმღერა“ - ქართველმა უკრაინის „გოლოსზე“ იტალიელსა და ებრაელს აჯობა

© photo: Voice of the Country / FBგიორგი დარახველიძე
გიორგი დარახველიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი მომღერალი უკრაინული „გოლოსის“ მეორე ეტაპზე წარმატებულად წარდგა და კონკურსში გამარჯვებისთვის ბრძოლას გააგრძელებს

თბილისი, 21 მარტი - Sputnik. მომღერალი გიორგი დარახველიძე, რომელიც უკრაინაში ვოკალური ტელეპროექტის „ქვეყნის ხმა“ (Голос країни) მეცხრე სეზონში მონაწილეობს, „ბრძოლების“ ეტაპზე ნადვილი კლასი აჩვენა და შოუში მონაწილეობა დან ბალანის გუნდში გააგრძელა.

ქორეოგრაფი, რომელმაც ახალი ცეკვები შექმნა და მისი სახელობის ვარსკვლავი >>

საკონცერტო „რინგზე“ ბალანის სამმა შეგირდმა - გიორგიმ, სამუელე გრილიმ და სოფია შაფირმა ჯგუფ „ხოჭოების“ ჰიტი „ბატარეიკა“ შეასრულეს. ბალანის გადაწყვეტილებით, ეს კომპოზიცია სტინგის ცნობილ სიმღერასთან Shape of my heart გააერთიანეს.

ლიზა ხუფენია - Sputnik საქართველო
უკვე სამი ქართველი: რუსული შოუს მონაწილე ელიზავეტა ხუფენია გახდა

გიორგიმ კი ამ ტრიოს ფინალში სწორედ სტინგის პარტია იმღერა და ეს ძალიან ლამაზად გააკეთა.

„გიორგიმ ბოლოს კარტი გახსნა და რეალურად სტინგივით იმღერა. ამისათვის მადლობა შენ, გიორგი. სამივე მაგრები ხართ, მაგრამ დღეს გზას გიორგისთან ერთად გავაგრძელებ“, - განაცხადა ბალანმა.

აღსანიშნავია, როდან ბალანის ინტერნაციონალურ გუნდში იყვნენ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები: გიორგი - ქართველი, გრილი - იტალიური წარმოშობის, შაფირი - ებრაული ფესვებით.

ტურში გამარჯვების შემდეგ გიორგიმ მაყურებელს თავისი ემოციები გაუზიარა.

„სიმართლეს გეტყვით, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მაგარი მომენტი ჩემს ცხოვრებაში“, - განაცხადა დარახველიძემ.

საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა გიორგი დარახველიძემ უკრაინის „გოლოსზე“ ბედი მეორედ სცადა. პირველად შოუს სცენის დასაპყრობად 2017 წელს მივიდა. მაშინ გიორგიმ ჯასტინ ბიბერის Love yourself იმღერა, თუმცა მისკენ არავინ შემობრუნებულა. წელს გიორგის მეტად გაუმართლა.

კიევი - Sputnik საქართველო
პატარა ქართველმა გოგონამ უკრაინის „გოლოსის“ ჟიური აღაფრთოვანა

„ქვეყნის ხმა“ ("Голос Країни") — ტელეარხ „1+1"-ის უკრაინული ვოკალური სატელევიზიო შოუ, The Voice of Holland-ის ორიგინალური ფორმატის ადაპტაცია, რომელიც ჰოლანდიურ სატელევიზიო ეთერში პირველად 2010 წელს გამოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ ქართველი შემსრულებლები უკრაინის „გოლოსის“ ხშირი სტუმრები არიან. ამ პროექტში წარმატებულად გაიბრწყინეს ნინი ცნობილაძემ, მებო ნუცუბიძემ და სხვ.

ყველა ახალი ამბავი
0