გიორგი დანელია ხელოვნური კომიდან გამოიყვანეს

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშიგიორგი დანელია
გიორგი დანელია - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეჟისორი თავს უკეთესად გრძნობს და მკურნალობის კურსს განაგრძობს.

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. ექიმებმა ცნობილი რეჟისორი გიორგი დანელია ხელოვნური კომიდან სამშაბათს გამოიყვანეს, ის თავს უკეთესად გრძნობს, განუცხადა საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-ს მისმა მეუღლემ გალინა იურკოვა-დანელიამ.

Кинорежиссер Георгий Данелия  - Sputnik საქართველო
რეჟისორი გიორგი დანელია ხელოვნურ კომაშია

დანელია საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში შაბათს გადაიყვანეს ფილტვის ანთებით. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმე იყო. სუნთქვის სტაბილიზაციისთვის ექიმებმა რეჟისორი სპეციალურად შეიყვანეს ხელოვნური კომის მდგომარეობაში.

„ის კომიდან გამოიყვანეს, მას უკვე ყველაფერი ესმის, ყველაფერი კარგადაა. ექიმები მის სრულად რეაბილიტაციას ცდილობენ, არ ვიცი აქედან რა გამოვა, მაგრამ ისინი ძალიან ცდილობენ. ახლა ის თავს გაცილებით უკეთესად გრძნობს", – აღნიშნა რეჟისორის მეუღლემ.

გიორგი დანელია – საბჭოთა კინორეჟისორი და სცენარისტი. მისი ყველაზე ცნობილი ფილმებია „არ დაიდარდო", „აფონია", „დავდივარ მოსკოვის ქუჩებში", „მიმინო", „შემოდგომის მარათონი", „ქინ-ძა-ძა", „პასპორტი".

 

ყველა ახალი ამბავი
0