17:48 14 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0709
  • 100 RUB4.4397
  • USD3.4235
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
ქართული კინო (129)
7010

„დიდების ხეივანი" კიდევ ერთი გამოჩენილი კინოხელოვანის სახელით შეივსება.

თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. ცნობილი ქართველი რეჟისორის, სცენარისტის, მსახიობის, მხატვრისა და პოეტის რეზო ესაძის 85 წლის იუბილეს აღსანიშნავად თბილისში, კინოთეატრ „რუსთაველის" წინ 21 თებერვალს ესაძის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გარდა ამისა, სახვითი ხელოვნების მუზეუმში გაიმართება მისი პერსონალური გამოფენა და ალბომის პრეზენტაცია.

ქართველი კინორეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი, მხატვარი და პოეტი რეზო ესაძე
ქართველი კინორეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი, მხატვარი და პოეტი რეზო ესაძე

გუშინ გაიმართა ტელეპრემიერა ფილმისა „თვე, როგორც ერთი დღე", რომელიც ესაძემ 2016 წელს რეჟისორ ლაშა მინდიაშვილთან ერთად გადაიღო.

რეზო ესაძე სოფელ შემოქმედში 1934 წლის 18 თებერვალს დაიბადა. 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი გეოფიზიკის სპეციალობით. მუშაობდა ფიზიკისა და ასტრონომიის მასწავლებლად სკოლაში. იყო თბილისის უნივერსიტეტის ასტროფიზიკის სადგურის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი.

კადრი ფილმიდან ქალაქი ანარა - ქართველი კინორეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი, მხატვარი და პოეტი რეზო ესაძე
კადრი ფილმიდან "ქალაქი ანარა" - ქართველი კინორეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი, მხატვარი და პოეტი რეზო ესაძე

1964 წელს ესაძემ დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. 1966 წლიდან კი რეჟისორად დაიწყო მუშაობა სტუდია „ლენფილმში", ხოლო 1972 წლიდან „ქართულ ფილმში".

მსახიობი რეზო ესაძე გადაღებულია ფილმებში: მიხეილ რომის „ერთი წლის ცხრა დღე", „თენგიზ აბულაძის „მონანიება", ირაკლი კვირიკაძის „ქალაქი ანარა" და ა.შ.

კადრი ფილმიდან ქალაქი ანარა
კადრი ფილმიდან "ქალაქი ანარა"

როგორც რეჟისორი მუშაობდა ისეთ ფილმებზე, როგორიცაა „ნეილონის ნაძვის ხე" (1985), „ერთი ნახვით შეყვარება" (1975), „საქორწინო საჩუქარი" (1982), „წისქვილი ქალაქის გარეუბანში" (1981) და ა.შ.

რეზო ესაძე საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეა (1980). 2016 წელს თბილისის XVII საერთაშორისო კინოფესტივალზე პრიზი მიიღო საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის „თვე, როგორც ერთი დღე". ამავე ფორუმზე ქართული კინოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა „ოქროს პრომეთეს" პრიზით.

 

თემები:
ქართული კინო (129)

მთავარი თემები