კინორეჟისორ რეზო ესაძეს ვარსკვლავს გაუხსნიან

© photo: Sputnik / Stringerრუსთაველის თეატრი
რუსთაველის თეატრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„დიდების ხეივანი" კიდევ ერთი გამოჩენილი კინოხელოვანის სახელით შეივსება.

თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. ცნობილი ქართველი რეჟისორის, სცენარისტის, მსახიობის, მხატვრისა და პოეტის რეზო ესაძის 85 წლის იუბილეს აღსანიშნავად თბილისში, კინოთეატრ „რუსთაველის" წინ 21 თებერვალს ესაძის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გარდა ამისა, სახვითი ხელოვნების მუზეუმში გაიმართება მისი პერსონალური გამოფენა და ალბომის პრეზენტაცია.

© photo: National Library of Georgiaქართველი კინორეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი, მხატვარი და პოეტი რეზო ესაძე
კინორეჟისორ რეზო ესაძეს ვარსკვლავს გაუხსნიან - Sputnik საქართველო
ქართველი კინორეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი, მხატვარი და პოეტი რეზო ესაძე

გუშინ გაიმართა ტელეპრემიერა ფილმისა „თვე, როგორც ერთი დღე", რომელიც ესაძემ 2016 წელს რეჟისორ ლაშა მინდიაშვილთან ერთად გადაიღო.

რეზო ესაძე სოფელ შემოქმედში 1934 წლის 18 თებერვალს დაიბადა. 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი გეოფიზიკის სპეციალობით. მუშაობდა ფიზიკისა და ასტრონომიის მასწავლებლად სკოლაში. იყო თბილისის უნივერსიტეტის ასტროფიზიკის სადგურის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი.

© photo: National Library of Georgiaკადრი ფილმიდან "ქალაქი ანარა" - ქართველი კინორეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი, მხატვარი და პოეტი რეზო ესაძე
კინორეჟისორ რეზო ესაძეს ვარსკვლავს გაუხსნიან - Sputnik საქართველო
კადრი ფილმიდან "ქალაქი ანარა" - ქართველი კინორეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი, მხატვარი და პოეტი რეზო ესაძე

1964 წელს ესაძემ დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. 1966 წლიდან კი რეჟისორად დაიწყო მუშაობა სტუდია „ლენფილმში", ხოლო 1972 წლიდან „ქართულ ფილმში".

მსახიობი რეზო ესაძე გადაღებულია ფილმებში: მიხეილ რომის „ერთი წლის ცხრა დღე", „თენგიზ აბულაძის „მონანიება", ირაკლი კვირიკაძის „ქალაქი ანარა" და ა.შ.

© photo: National Library of Georgiaკადრი ფილმიდან "ქალაქი ანარა"
კინორეჟისორ რეზო ესაძეს ვარსკვლავს გაუხსნიან - Sputnik საქართველო
კადრი ფილმიდან "ქალაქი ანარა"

როგორც რეჟისორი მუშაობდა ისეთ ფილმებზე, როგორიცაა „ნეილონის ნაძვის ხე" (1985), „ერთი ნახვით შეყვარება" (1975), „საქორწინო საჩუქარი" (1982), „წისქვილი ქალაქის გარეუბანში" (1981) და ა.შ.

რეზო ესაძე საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეა (1980). 2016 წელს თბილისის XVII საერთაშორისო კინოფესტივალზე პრიზი მიიღო საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის „თვე, როგორც ერთი დღე". ამავე ფორუმზე ქართული კინოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა „ოქროს პრომეთეს" პრიზით.

 

ყველა ახალი ამბავი
0