საქართველო მერაია კერისთან კონცერტის თაობაზე მოლაპარაკებებს აგრძელებს

© photo: Mariah Carey / FBმეტაია კერი
მეტაია კერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული მხარე ცნობილი მომღერლის, მერაია კერის წარმომადგენლებთან შეკვეთილში კონცერტის ჩატარების თაობაზე მოლაპარაკებებს აგრძელებს

თბილისი, 2 თებერვალი  — Sputnik. ცნობილ ამერიკელ მომღერალ მერაია კერის საქართველოში Black Sea Arena-ს საკონცერტო დარბაზში კონცერტის ჩასატარებლად იწვევენ - ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

რომელი ცნობილი არტისტები ესტუმრნენ საქართველოს 2018 წელს >>

Black Sea Arena-ს სცენაზე სხვადასხვა წლებში გამოსულან ისეთი ლეგენდარული არტისტები, როგორიცაა ელტონ ჯონი, კრისტინა აგილერა, Scorpions, Aerosmith, გორან ბრეგოვიჩი და სხვ.

„ვაგრძელებთ ინტენსიურ პროგრამას Black sea Arena-ს ბაზაზე. შესაძლებელია, რომ Check in Georgia-ს ფარგლებში, მერაია ქერი ჩამოვიდეს საქართველოში და მაისში გამართოს პირველი კონცერტი. ეს არის პროცესში. როგორც კი დაზუსტებული იქნება, შეგატყობინებთ“, - განაცხადა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ.

 Black Sea Arena - Sputnik საქართველო
Sting, უილ სმიტი ან 50 Cent – ვის აირჩევს ქართველი მსმენელი

გავრცელებული ინფორმაციით, კონცერტის ორგანიზატორია ხმის ჩამწერი კომპანია Bravo Records და კომპანია Alter Vision.

მერაია კერი გამოვა სამთავრობო პროექტის Check in Georgia ფარგლებში, რომელიც საერთაშორისო დონეზე ქვეყნის პოპულარიზებისკენაა მიმართული.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 2018 წლის დეკემბერში ჩაატარა ინტერნეტ-გამოკითხვა თემაზე, მსოფლიო დონის რომელი შემსრულებლის ხილვას ისურვებდნენ ისინი Black Sea Arena-ს სცენაზე. კენჭისყრაში წარმოდგენილი იყვნენ მერაია კერი, უილ სმიტი, კაილი მინოუგი, Sade, Sting, Depeche Mode, Moby, Earth, Wind and Fire, ლაიონელ რიჩი, The Black Eyed Peas, The Prodigy, 50 Cent и Jessie J.

მერაია კერი - შემსრულებელი, სიმღერების ავტორი, მუსიკალური პროდიუსერი, მსახიობი და ფილანტროპი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მომღერალია, მის ალბომებს გაყიდვის მხრივ მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მაჩვენებელი აქვს.

ყველა ახალი ამბავი
0