თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. Black Sea Arena-ს საკონცერტო დარბაზის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა საქართველოს მოსახლეობისგან გაიგოს – მსოფლიო დონის რომელი შემსრულებლის ხილვა გაახარებს.
შეკვეთილში Black Sea Arena-ს საკონცერტო დარბაზში კონცერტები უკვე ჩაატარეს ისეთმა ვარსკვლავებმა როგორიცაა ელტონ ჯონი, კრისტინა აგილერა, Scorpions, Aerosmith, ენიო მორიკონე და ა.შ.
ქართული ფოლკლორი და რეპი: პროექტი VOISA წარდგება Black Sea Arena-ზე>>>
ხმის მიცემისთვის შემდეგი ვარიანტებია შემოთავაზებული: მაისში Black Sea Arena-ს საკონცერტო სეზონის გახსნაზე სასურველი შემსრულებლის ხილვისთვის არჩევანი რვა შემსრულებელს შორის უნდა გაკეთდეს: მერაია ქერი, უილ სმიტი, Sade, კაილი მინოუგი, Sting, ჯგუფი Depeche Mode, Moby და Earth, Wind and Fire. ამ დროისთვის Sting-ი ლიდერობს.
რაც შეეხება სექტემბერში საკონცერტო სეზონის დახურვას, აქ არჩევანი ხუთ ვარსკვლავს შორის არის შესაძლებელი: ლაიონელ რიჩი, The Black Eyed Peas, The Prodigy, 50 Cent და Jessie J.
ხმის მიცემა შესაძლებელია ბმულზე.