თბილისი „ქართველ მოდილიანს" უმასპინძლებს

© photo: Sputnik / Natia Tserekidze Art Palace
 Art Palace - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის ნამუშევრების სრული კოლექცია – ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, ქანდაკებები.

თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. საფრანგეთსა და აშშ-ში მოღვაწე ქართველი მხატვრისა და მოქანდაკის, „ქართველ მოდილიანად" წოდებული სვიმონ დადიანის (1916-1975) პერსონალური გამოფენა თბილისის ხელოვნების სასახლეში 17 დეკემბერს გაიხსნება, ნათქვამია მუზეუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვემზადებით საშობაოდ: Fabrika სადღესასწაულო ბაზრობაზე გიწვევთ>>>

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის ნამუშევრების სრული კოლექცია. ესაა სხვადასხვა ჟანრში შესრულებული ნახატები – ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, ქანდაკებები. 

ყველა ეს ექსპონატი, სვიმონ დადიანის ანდერძის თანახმად, მის შთამომავლებს, ქართველ ემიგრანტებს მიხეილ და ლია ვოდეებს გადაეცათ, რომლებმაც, თავის მხრივ, კოლექცია ხელოვნების სასახლის დირექტორის გიორგი კალანდიას, საფრანგეთში საქართველოს ელჩის ეკატერინე სირაძე-დელონეს, მეცენატისა და კოლექციონერის არჩილ გელოვანისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ძალისხმევით საქართველოს დაუბრუნეს. 

ყელსაბამი - Sputnik საქართველო
„ქარიზმა“ - ქართული მინანქრის მრავალფეროვანი ბრენდი

სვიმონ დადიანი 5 წლის იყო, როდესაც 1921 წელს მშობლებთან და და-ძმებთან ერთად დატოვა საქართველო.

სვიმონმა სამხატვრო განათლება ჯერ პარიზში, შემდეგ კი აშშ-ში მიიღო, სადაც სწავლის დასრულების შემდეგ საცხოვრებლად დარჩა კიდეც. მეორე მსოფლიო ომის დროს დადიანი ევროპაში აშშ-ის სადესანტო ჯარების შემადგენლობაში გერმანელების წინააღმდეგ იბრძოდა. იგი სან-ფრანცისკოში 1975 წელს გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ ამერიკამ მისი შემოქმედებითი გამოცდილება გააღრმავა და სათანადოდ დააფასა. აშშ-ის საგამოფენო დარბაზებში პერმანენტულად იფინებოდა სვიმონ დადიანის ქანდაკებები და ფერწერული ტილოები. მისი გახმაურებული ქანდაკება „შავი ტორსი" 1953 წელს თანამედროვე ხელოვნებისა და ფერწერის მე-15 გამოფენაზე საგანგებო პრემიით დაჯილდოვდა.

„დადიანის ნამუშევრებში გამოყენებულია სტილიზაციის მთელი სისტემა, რომელიც მოდილიანის სტილიზაციას მოგვაგონებს. მისი ქანდაკების დახვეწილი აბსტრაქტული ფორმები ადამიანის სხეულის ანატომიის ცოდნას ეფუძნება, ავლენს ავტორის იუმორის გრძნობას და განსაკუთრებული ძალით გადმოსცემს პიროვნების ხასიათის თავისებურებებს", - წერდა სვიმონ დადიანის შესახებ ჟურნალი Art gigost 1953 წელს.

სვიმონ დადიანის ნამუშევრების გამოფენა ხელოვნების სასახლეში (კარგარეთელის №8) ოფიციალურად 19:00 საათზე გაიხსნება. დამთვალიერებელს სამი თვის განმავლობაში ექნება შესაძლებლობა გაეცნოს მხატვრის შემოქმედებას.

 

ყველა ახალი ამბავი
0