ვემზადებით საშობაოდ: Fabrika სადღესასწაულო ბაზრობაზე გიწვევთ

© Sputnik / Alexander Imedashviliსაახალწლო აქსესუარები
საახალწლო აქსესუარები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბაზრობის სტუმრებს სადღესასწაულო განწყობას ჰპირდებიან.

თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. თბილისის მულტიფუნქციური კულტურული ცენტრი Fabrika 22 და 23 დეკემბერს თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს საშობაო ბაზრობაზე იწვევს, იუწყებიან ორგანიზატორები.

მოსკოვში წითელი მოედანი ტრადიციულად მთავარ საახალწლო ბაზრობად იქცა, სადაც ყველა მსურველს შეუძლია შეიძინოს საშობაო საშუქრები ახლობლებისათვის - Sputnik საქართველო
საშობაო ზღაპარი: სადღესასწაულო ბაზრობები სხვადასხვა ქვეყანაში

გამოფენა-გაყიდვაზე მისული სტუმრები შეძლებენ დაათვალიერონ და შეიძინონ სხვადასხვა საშობაო პროდუქცია: ორიგინალური საავტორო მოსართავები და აქსესუარები, მისალოცი ბარათები, ბლოკნოტები, სტიკერები, ტკბილეულობა, სუვენირები და ა.შ.

ბაზრობაზე ჯგუფ New Band-ის მონაწილეობით ჩასაბერი და დასარტყამი ინსტრუმენტების მოკლე პერფორმანსი გაიმართება. ასევე დაგეგმილია საბავშვო ორკესტრის კონცერტი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა "ნიჭიერთა ათწლედის" მონაწილეობით.

ბაზრობა 13:00 საათიდან 21:00 საათამდე იმუშავებს. ღონისძიებაზე დასწრება უფასოა. მისამართი: ეგნატე ნინოშვილის №8.

 

ყველა ახალი ამბავი
0