„დურუჯი 2018": დასახელდნენ საქართველოს საუკეთესო თეატრალური მსახიობები

© photo: ROYAL DISTRICT THEATRE / FBთორნიკე გოგრიჭიანი
თორნიკე გოგრიჭიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრესტიჟული კონკურსის ჟიურის წევრები სპექტაკლში „მარიონეტების ცხოვრებიდან" მთავარი როლის შემსრულებელმა მოხიბლა.

თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. გამოცხადდა თეატრალური პრემიის „დურუჯი 2018" ლაურეატები – ნომინაციაში „წლის საუკეთესო მსახიობი" ახალგაზრდა მსახიობმა და რეჟისორმა თორნიკე გოგრიჭიანმა გაიმარჯვა.

დათა თავაძე - Sputnik საქართველო
ქართველი რეჟისორი გერმანულ სცენაზე „ვერაგობა და სიყვარულს" დადგამს

მსახიობი დაჯილდოვდა როლისთვის ინგმარ ბერგმანის მიხედვით დადგმულ სპექტაკლში „მარიონეტების ცხოვრებიდან" (რეჟისორი – სოფო ქელბაქიანი). დადგმა თბილისის სამეფო უბნის თეატრმა განახორციელა.

თორნიკე გოგრიჭიანი თეატრის, კინოსა და ტელევიზიის პოპულარული ქართველი მსახიობია. მონაწილეობდა სერიალში „გოგონა გარეუბნიდან". მისი სხვა ცნობილი ნამუშევრებია ლევან თუთბერიძის „ცხრა მთას იქით", ზაზა რუსაძის „ჩემი საბნის ნაკეცი", ლევან ბახიას „247 გრადუსი ფარენჰაიტით". 2017 წელს შედგა გოგრიჭიანის დებიური რეჟისორის ამპლუაში. მან გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ანდრო".

„დურუჯის" სხვა ტრიუმფატორები

წლის საუკეთესო მსახიობ ქალად აღიარეს მეგი კობალაძე როლისთვის სპექტაკლში „სიყვარულის ფორმულა, ანუ დონ ჟუანი". კობალაძე ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო თეატრში თამაშობს.

ჯილდო კატეგორიაში „საუკეთესო რეჟისურა" მიიღო ელენე მაცხონაშვილმა სპექტაკლისთვის „წერილი ჯერალდინას". სპექტაკლი ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის სცენაზე დაიდგა.

„დურუჯის" ქანდაკება ნომინაციაში „საუკეთესო თანამედროვე პიესა" ერგო ლაშა ბუღაძეს პიესისთვის „ნავიგატორი". ამ პიესის მიხედვით სპექტაკლი დაიდგა მარჯანიშვილის სახელობის თეატრში.

კინოდარბაზი - Sputnik საქართველო
ქართველი რეჟისორი აზია–წყნარი ოკეანის კინოპრემიის ჟიურის წევრი გახდა

გორის ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში სპექტაკლ „ანტიგონეზე" მუშაობისთვის პრემიით „საუკეთესო სცენოგრაფიისთვის“ დაჯილდოვდა სერგეი შივცი.

„დურუჯის" ფულადი პრემია ყველა ნომინაციაში, გარდა საუკეთესო რეჟისურისა, 2 ათასი ლარია. საუკეთესო რეჟისურის ნომინაცია 12 ათასი ლარის ოდენობის პრიზს ითვალისწინებს.

თეატრალური პრემია „დურუჯი" პირველი დამოუკიდებელი თეატრალური პრემიაა, რომელიც საქველმოქმედო ფონდ „ცისკრისა" და კომპანია „რედიქს ჯგუფის" მიერ არის დაარსებული. წელს მისი იუბილეა — პრემია თეატრის საუკეთესო მოღვაწეებს უკვე ათი წელია, რაც გადაეცემათ.

წელს კონკურსში 28 კანდიდატი მონაწილეობდა. დაჯილდოების ცერემონია, ტრადიციულად, ყვარელში, კოტე მარჯანიშვილის სახლ-მუზეუმში გაიმართა.

ყველა ახალი ამბავი
0