ეს საოცარი იყო: ლევან კბილაშვილმა „გოლოსზე“ ვოკალურ შეჯიბრებაში გაიმარჯვა

© photo: Levan Kbilashvili / FB ლევან კბილაშვილი
ლევან კბილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კბილაშვილმა თავისი პარტია ქართულად იმღერა, ხოლო ნარეკმა – სომხურად

თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. თბილისელმა 27 წლის შემსრულებელმა ლევან კბილაშვილმა პოპულარული ვოკალური პროექტის „გოლოსი“ (Голос 7, რუსეთის ტელევიზიის პირველ არხზე) ტურში „ვოკალური შეჯიბრება“ გაიმარჯვა.

ლევანი ლიდერი გახდა დუეტში სომეხ შემსრულებელ ნარეკ გევორგიანთან. ორივე კონსტანტინე მელაძის გუნდის წევრია.

დუეტმა შეასრულა ქართული სიმღერა „მახინჯი ვარ“. კომპოზიცია ჟუჟუნა ჭრელაშვილმა 1970 წელს დაწერა. ერთ–ერთი ვერსიით, ქალი საწოლს იყო მიჯაჭვული და ეს ლექსი მიუძღვნა მამაკაცს, რომელიც უიმედოდ უყვარდა.

კბილაშვილმა თავისი პარტია ქართულ ენაზე, ხოლო ნარეკმა – სომხურ ენაზე შეასრულა. ნომრის ფინალში კონკურსანტები ერთმანეთს გადაეხვივნენ.

დავით თოდუამ ფანტასტიკური შესრულებით „გოლოსის“ ჟიური „ბეჭზე გააკრა“ - Sputnik საქართველო
დავით თოდუამ ფანტასტიკური შესრულებით „გოლოსის“ ჟიური „ბეჭზე გააკრა“

მწვრთნელ ანა ლორაკის შეფასებით, ნომერი გამოვიდა „ჯადოსნური, მგრძნობიარე, სულში ჩამწვდომი და ფაქიზი“.

ლევან კბილაშვილისა და ნარეკ გევორგიანის გამოსვლა ყველა მწვრთნელს მოეწონა.

„ეს იყო უმაღლესი დონის შესრულება. ყველაფერი გენიალურად იყო გათამაშებული, მგრძნობიარედ, მძლავრად, არტისტულად. საშემსრულებლო ოსტატობამ აღმაფრთოვანა“, – აღნიშნა სერგეი შნუროვმა.

„ეს იყო დუეტი რაღა ნამდვილზე. ჩემი მილოცვა – ეს საოცარი იყო“, – განაცადა ბასტამ, რომელმაც ქართველი და სომეხი კონკურსანტების ნომერში „ძმური სოლიდარობა“ დაინახა.

შოუ „გოლოსის“ მეოთხედფინალი - Sputnik საქართველო
ქართველმა მომღერალმა მოსკოვში შოუ „გოლოსის“ მწვრთნელები გააოცა

როგორც კონსტანტინე მელაძემ აღნიშნა, რამდენადაც ის პროდიუსერად მუშაობს, სურს და შუძლია, ორივე შემსრულებლისთვის რაღაც გააკეთოს პროექტის გარეთ.

„დაე, ეს იყოს ნუგეში იმისთვის, რომელიც ვერ გავა. ამ შემთხვევაში კი, განმარტებისა და სრულიად ქვეცნობიერ დონეზე ვირჩევ ლევან კვილაშვილს“, – აღნიშნა მელაძემ.

ლევანმა კომპოზიტორზე შთაბეჭდილება მოახდინა „ბრმა მოსმენებზე“ ორი ცნობილი ქართული სიმღერის - „პატარა გოგოს“ და „ტურფას“ პოპურის შესრულებით. ლევანის თქმით, ამ სიმღერებში შეყვარებული მამაკაცის ყველა განცდა ჩანს.

ყველა ახალი ამბავი
0