კლასიკა საკონცერტო დარბაზებს მიღმა: საქართველოში ახალი პროექტი იწყება

© Courtesy of Georgian Kammerorchester Ingolstadtსაქართველოს კამერული ორკესტრი
საქართველოს კამერული ორკესტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კულტურის სამინისტრო ახალგაზრდებში კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას გასწევს.

თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. კლასიკური მუსიკის საღამოები თბილისში, საკონცერტო დარბაზების გარდა, ალტერნატიულ მოედნებზე გაიმართება - მუზეუმებში, ბიბლიოთეკებში, გალერეებში და სხვა ტერიტორიებზე, ნათქვამია კულტურის სამინისტროს განცხადებაში.

დადიანების სასახლეში კვლავ კლასიკური მუსიკა აჟღერდება >>

პროექტი სახელწოდებით „კლასიკური მუსიკის კონცერტები ალტერნატიულ სივრცეებში“ ინიცირებულია კლასიკური მუსიკის ცენტრის მიერ, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელია მსოფლიოში ცნობილი ქართველი პიანისტი ელისო ვირსალაძე. პროექტის მიზანია კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია, განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის.

კონცერტის პირველი ციკლი დაგეგმილია 18-24 დეკემბერს, მასში მონაწილეობას მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები მიიღებენ. კერძოდ, 18 დეკემბერს დაგეგმილია ცნობილი ამერიკელი მეცო-სოპრანოს ტიფანი აბანის გამოსვლა თბილისის გოგონათა გუნდთან ერთად, ასე გაიხსნება კონცერტების ციკლი საშობაო პროგრამით.

რიგით მეექვსე Batumi Music Fest-ში მონაწილეობას მიიღებენ მუსიკის ამომავალი ვარსკვლავები და ცნობილი შემსრულებლები - Sputnik საქართველო
საჩუქარი კლასიკის მოყვარულებს: როგორ ტარდება Batumi Music Fest

მიუნხენის ტრიო „გაონი“ 20 დეკემბერს კამერული მუსიკის კონცერტს გამართავს. 22 დეკემბერს საფორტეპიანო მუსიკის კონცერტით წარდგება ამერიკელი პიანისტი-ვირტუოზი ენდრიუ ტაისონი.

ციკლის დასკვნითი კონცერტი შედგება 24 დეკემბერს ოკუპაციის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში. მასში მონაწილეობას მიიღებენ ვენიავსკის სახელობის მევიოლინეთა ვარშავის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული, ქართველი მევიოლინე ვერიკო ჭუმბურიძე და თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სიმფონიეტა“.

პროექტი „კლასიკური მუსიკის კონცერტები ალტერნატიულ სივრცეებში“ ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს. ღონისძიება გაიმართება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ასევე საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან პარტნიორობით.

 

ყველა ახალი ამბავი
0