რიგით მეექვსე Batumi Music Fest-ში მონაწილეობას იღებენ მუსიკის ამომავალი ვარსკვლავები და ცნობილი შემსრულებლები. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო, თუ როგორ მიმდინარეობს ფესტივალი.
ფესტივალი 12 სექტემბრამდე გასტანს. პროგრამაში შედის ბეთჰოვენის, რახმანინოვის, დვორჟაკის, მოცარტისა და სხვა კომპოზიტორების უკვდავი შედევრები.
ცნობილი ქართველი პიანისტის, იუნესკოს მშვიდობის არტისტის ელისო ბოლქვაძის ფესტივალი უკვე მეორედ ტარდება იუნესკოს პატრონაჟით. საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik-საქართველო“ ღონისძიების საინფორმაციო პარტნიორია.
წელს ფესტივალის მონაწილეები არიან მუსიკოსები საქართველოდან, ირლანდიიდან, საბერძნეთიდან, საფრანგეთიდან და ავსტრიიდან. მათ შორის არიან ფრანგი პიანისტი ლიზა დე ლა სალი, ბერძენი დირიჟორი მირონ მიხაილიდი, ავსტრიელი პიანისტი ვიქტორია ჰირშუბერი, ირლანდიელი პიანისტი ბარი დუგლასი და სხვა ცნობილი შემსრულებლები.