05:10 15 დეკემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0138
  • 100 RUB4.0173
  • USD2.6678
ჯგუფი Iriao

ქართული ბენდი Iriao მოსკოვში წარდგება

© FB / Iriao
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
9110

ეთნო-ჯაზ ჯგუფი „ირიაო“, რომელმაც სახელი თავისი იმპროვიზაციებით გაითქვა, მოსკოვის მუსიკის საერთაშორისო სახლში წარდგება

თბილისი, 11 ოქტომბერი - Sputnik. ქართული ეთნო-ჯაზ ჯგუფი „ირიაო“, რომელიც საქართველოს „ევროვიზია-2018“-ზე წარმოადგენდა, მოსკოვის მუსიკის საერთაშორისო სახლში 12 ოქტომბერს წარდგება, ნათქვამია საკონცერტო დარბაზის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ევროვიზიაზე ქართული მრავალხმიანობა არ დააფასეს - „ირიაო" ფინალში ვერ გავიდა >>

საღამოს პროგრამაშია ცნობილი ქართული სიმღერები და ცეკვები („სულიკო“, „ბაღდადური“, „ხელხვავი“), ჯაზ-სტანდარტები, როკ-ჰიტები (Take 5, What a Wonderful Morning, Starlight, My Love) და სხვ.

თბილისური ჯგუფ Iriao-ს კომპოზიციებს საფუძვლად უდევს ტრადიციული ქართული მუსიკა ჯაზის ელემენტებით.

„ჯგუფის მიზანს არ წარმოადგენს ქართული ხალხური მუსიკის მოდერნიზაცია, ის მხოლოდ ქმნის ფოლკლორისა და ჯაზის ტრადიციების თვითმყოფად სინთეზს“, - ნათქვამია მუსიკის სახლის ვებგვერდზე.

ჯგუფის დამაარსებელი და მისი მუსიკალური ხელმძღვანელი დავით მალაზონია ერთ-ერთ იშვიათ ქართველ კომპოზიტორად მიიჩნევა, რომელმაც ეს ორი ჟანრი გააერთიანა. 30 წლის მანძილზე მალაზონია ქმნის მუსიკას გერმანიასა და საქართველოში როგორც თეატრებისთვის, ასევე ტელეპროექტებისთვის, ცალკეული მუსიკოსებისა თუ ჯგუფებისთვის. მისივე ინიციატივით თბილისში დაარსდა ანსამბლი „ირიაო".

„ნიჭის, დიდი პროფესიული გამოცდილებისა და ქართული ფოლკლორისადმი სიყვარულის წყალობით დავით მალაზონია და მისი კოლეგები ქმნიან დახვეწილ ფიუჯენ-კომპოზიციებს, რომლებიც გაჟღენთილია ქართული ბუნების არომატით და აჯადოებს იმპროვიზაციის თავისუფლებით“, - ნათქვამია კონცერტის ანონსში.

ბენდ Iriao-ს ჯგუფის წევრები არიან მიხეილ ჯავახიშვილოი, დავით ქავთარაძე, შალვა გელეხვა, ლევან აბშილავა, გიორგი აბაშიძე, ბიძინა მურღულია და დავით ჯაფარიძე.

Iriao-ს დებიუტი 2013 წლის ივნისში მაშინვე მაყურებლისა და მუსიკალური პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა. ჯგუფის წარმატებული გასტროლები შედგა საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალებზე ინდონეზიაში, მალაიზიაში, ლატვიაში, გახდა ხშირი და სასურველი სტუმარი კლუბური და ოფიციალური ღონისძიებების. მისი პოპულარობა დღესაც სწრაფად იზრდება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

მუსიკისა და სიყვარულის 20 წელი: ნინო ქათამაძე მოსკოვში საიუბილეო პროგრამას წარადგენს >>

ჯგუფის ყველაზე უჩვეულო პროექტებიდან აღსანიშნავია პროგრამა „წერილები ყანჩელთან“ და გამოსვლა თბილისის სიმფონიური ორკესტრის თანხლებით და ვახტანგ კახიძის ხელმძღვანელობით. 2017 წლის იანვარში Iriao-მ თავის საფირმო სტილში ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიაც კი შეასრულა.

მთავარი თემები