ევროვიზიაზე ქართული მრავალხმიანობა არ დააფასეს - „ირიაო" ფინალში ვერ გავიდა

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშიევროვიზია 2018-ის მეორე ნახევარფინალის რეპეტიცია
ევროვიზია 2018-ის მეორე ნახევარფინალის რეპეტიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ირიაომ" ქართულ ენაზე შეასრულა სიმღერა „შენი გულისთვის"

თბილისი, 11 მაისი — Sputnik. ქართული ეთნო-ჯაზ ბენდი „ირიაო" (Iriao) ევროვიზია 2018-ის ფინალში ვერ გავიდა. კონკურსი ლისაბონში მიმდინარეობს.

ქართველი კონკურსანტები მეათე ნომრით გამოვიდნენ. ბენდმა შეასრულა სიმღერა „შენი გულისთვის" სიმღერის ავტორია კომპოზიტორი და „ირიაოს" სამხატვრო ხელმძღვანელი დავით მალაზონია. არანჟირება ეკუთვნის მიხეილ მდინარაძეს, ხოლო სიტყვები — ირინე სანიკიძეს.

ფინალში მონაწილეობას მიიღებენ ნახევარფინალის გამარჯვებულები და „დიდი ხუთეულის" — კონკურსის დამაარსებელი ქვეყნების (საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი), ასევე მანსპინძელი ქვეყნის — პორტუგალიის წარმომადგენლები.

პირველი ნახევარფინალის შედეგებით, რომელიც 8 მაისს გაიმართა, ფინალში მოხვდნენ ავსტრია, ესტონეთი, კვიპროსი, ლიტვა, ისრაელი, ჩეხეთი, ბულგარეთი, ალბანეთი, ფინეთი, ირლანდია.

მეორე ნახევარფინალის გამარჯვებული ათი ქვეყანაა: სერბეთი, მოლდოვა, უნგრეთი, უკრაინა, შვედეთი, ავსტრალია, ნორვეგია, დანია, სლოვენია, ჰოლანდია.

კონკურსის ფინალური შოუს ნახვა საქართველოში შესაძლებელია 12 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის პირდაპირ ეთერში და ასევე მაუწყებლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე — ონლაინ.

ყველა ახალი ამბავი
0