01:38 24 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1063
  • 100 RUB4.1425
  • USD2.7082
ვეფხისტყაოსნის ილუსტრაცია

„ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური ეგზემპლარი ფრანკფურტში გამოიფინება

© photo: Sputnik /
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
74 0 0

ეროვნული მნიშვნელობის უნიკალური საგანძურის ჭედური ყდა შექმნილია ვერცხლისგან და გამოყენებულია 20-მდე დასახელების ძვირფასი ქვა

თბილისი, 7 ოქტომბერი -  Sputnik. შოთა რუსთაველის უკვდავი პოემა „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური ხელნაწერი, როგორც ქართული კულტურის უნიკალური ნიმუში, 9 ოქტომბერს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ერთი დღით გამოიფინება, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

აღნიშნული ინიციატიავა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს ეკუთვნის.

ფრანკფურტის შემდეგ კი  „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური ეგზემპლარი აშშ-ში, ნიუ-იორკში გაიგზავნება, სადაც ის განთავსდება გაეროს არტ–კოლექციაში, როგორც ქართული კულტურის უნიკალური ნიმუში. 

„ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური ხელნაწერი  ჭედური ყდით, რომელიც მოოჭვილია ძვირფასი ქვებით, ცნობილმა ქართველმა მოქანდაკე გუჯი ამაშუკელმა მოჭედა.

ამაშუკელი თანამედროვეობის გამოჩენილი ოსტატია. მის დამკვეთთა შორისაა კათოლიკური ეკლესიის მეთაური. მისი ნამუშევრები ინახება ვატიკანის მუზეუმში, ლუვრში, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მუზეუმში, პარიზისა და ლიონის დეკორატიული ხელოვნების მუზეუმში, ნანტისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქების მუზეუმებში, ასევე ფრანსუა მიტერანის, ჟაკ შირაკისა და ნიკოლა სარკოზის საპრეზიდენტო კოლექციებში.  საფრანგეთის დედაქალაქში გუჯი ამაშუკელი ათობით წლის განმავლობაში მონმარტზე სახელოსნოში მუშაობდა. საფრანგეთში იგი გუჯის სახელითაა ცნობილი. ასევე ჰქვია მის ბრენდს – Goudji.

უნიკალურ ეგზემპლარზე გუჯი ამაშუკელი 2017–2018 წლებში თბილისსა და პარიზში მუშაობდა.

ეროვნული მნიშვნელობის უნიკალური საგანძურის ჭედური ყდა შექმნილია ვერცხლისგან და გამოყენებულია 20-მდე დასახელების ძვირფასი ქვა - სერპანტინი, პირინეის ქვა, ნაცრისფერი და წითელი იასპი, ამეთვისტო, მთის ბროლი, დართვილული ვარდისფერი კვარცი, აქატი, სოდალიტი, ქალცედონი, ლაზურიტი, შევარდნის თვალი, ამაზონიტი, ავანტურინი, ტანზანიტის იასპი და ასევე მეტეორიტის ქვები. 

პროექტზე მხატვრებისა და კალიგრაფების ჯგუფი მუშაობდა. ორიგინალური მხატვრობა ეკუთვნის სოფიო კინწურაშვილს და თამაზ ვარვარიძეს. კალიგრაფები: დავით მაისურაძე, გიორგი სისაური, ნინო იკაშვილი, ანა გოქაძე და ლევან ცხვირავაშვილი. პროექტი მომზადდა ხელოვნების განვითარების ფონდის IMT მიერ.

 

მთავარი თემები