ქეთი მელუას „საპატიო თბილისელის" წოდება მიენიჭა

© AP Photo / Gero Breloerქეთი მელუა
ქეთი მელუა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გუშინ, ევროპის მოედანზე გამართული კონცერტი ქეთი მელუას დაბადების დღეს დაემთხვა, მას 34 წელი შეუსრულდა.

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. ბრიტანეთში მოღვაწე ცნობილ ქართველ მომღერალ ქეთი მელუას თბილისის მერმა კახა კალაძემ „საპატიო თბილისელის" წოდება მიანიჭა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ქეთი მელუა ქართველი მსმენელის წინაშე თბილისის მერიის პროექტ „თბილისის ცის ქვეშ" ფარგლებში გუშინ წარდგა. კონცერტი თბილისში, ევროპის მოედანზე, ღია ცის ქვეშ გაიმართა და მასზე დასწრება თავისუფალი იყო. მომღერალმა მსმენელისთვის თავისი ძველი და ახალი ჰიტები შეასრულა. გუშინდელი კონცერტი ქეთი მელუას დაბადების დღეს დაემთხვა, მას 34 წელი შეუსრულდა.

ქეთი მელუა ღირსების ორდენით დაჯილდოვდა - Sputnik საქართველო
ქეთი მელუამ საქართველოს ღირსების ორდენი მიიღო

მელუას თბილისის სიმბოლური გასაღები კახა კალაძემ გადასცა, რომელმაც მომღერალს იუბილე მიულოცა და საქართველოში სტუმრობისა და თბილისის მერიის პროექტში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მადლობა ყველას მოსვლისთვის და ასევე, კონცერტის ორგანიზატორებს. მიხარია, რომ ჩემი ბენდიც ჩამოვიყვანე. დღევანდელი კონცერტით ძალიან კმაყოფილი ვარ და ემოციების ქვეშ ვარ. კონცერტის ჩასატარებლად, რამდენიმე თარიღი შემომთავაზეს. მე კი 16 სექტემბერი ავარჩიე, რადგან მინდოდა, ჩემს დაბადების დღეზე სწორედ აქ მემღერა", — განაცხადა მომღერალმა.

ქქეთი მელუა რვა წლის იყო, როდესაც მისი ოჯახი ჩრდილოეთ ირლანდიაში გადავიდა საცხოვრებლად, ხოლო 14 წლისა — ინგლისში. მისი დებიუტი 2003 წელს შედგა, როდესაც გამოვიდა მისი პირველი ალბომი Call Off the Search. ხუთ თვეში ამ ალბომის 1,2 მილიონი ასლი გაიყიდა. 2006 წელს ხმის ჩამწერი ინდუსტრიის საერთაშორისო ფედერაციამ (IFPI) ქეთი მელუას ევროპაში ყველაზე წარმატებული ქალი-შემსრულებელი უწოდა.

ამჟამად ქეთი მელუა ცნობილია არა მხოლოდ დიდ ბრიტანეთსა და საქართველოში, არამედ ბევრ სხვა ქვეყანაშიც. მსოფლიოში გაყიდულია მისი 11 მილიონზე მეტი დისკი. ის კომპოზიციებს ჯაზისა და ბლუზის სტილში ასრულებს. ქეთი მელუას სტილი არის ბლუზისა და ჯაზის ნაზავი. 2008 წელს Sunday Times-ის ვერსიით მელუა 30 წლამდე ყველაზე მდიდარი ბრიტანელი მუსიკოსების ათეულში მოხვდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0