20:48 19 ნოემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0268
  • 100 RUB4.0447
  • USD2.6727
ნარიყალა და წმინდა ნიკოლოზის ეკლესია

შოუ „ორიოლ ი რეშკას“ გადაცემა თბილისში გადაიღეს

© Sputnik / Alexander Imedashvili
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (704)
11010

გადაცემა თბილისის შესახებ, რომელიც შოუს „ორიოლ ი რეშკა. პერეზაგრუზკა“ გადამღებმა ჯგუფმა მოამზადა, ეთერში ოქტომბერში გავა

თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. პოპულარულმა გადაცემამ „ორიოლ ი რეშკა“ თბილისში ახალი სეზონი გახსნა — პროგრამის ქართული გადაცემა ეკრანებზე 2018 წლის ოქტომბერში გამოვა.

ექვსი წლის და 16 სეზონის განმავლობაში „ორიოლ ი რეშკას“ გადამღებმა ჯგუფმა მთელი მსოფლიო მოიარა. მსახიობებმა მოინახულეს ათობით ქვეყანა და ასობით ქალაქი. ამიტომ გადაცემის ავტორებმა მას ახალი სიცოცხლე შესძინეს და შექმნეს განახლებული პროექტი — „ორიოლ ი რეშკა. პერეზაგრუზკა“.

პოპულარულ პროექტს საქართველოს დედაქალაქი არ დავიწყებია. შოუს ოფიციალურ გვერდზე და Instagram-ზე გამოქვეყნებულია საქართველოში გადაღებული შთამბეჭდავი კადრები.

ვიდეოკადრებში ასახულია ნარიყალა, თბილისის, მტკვრის, მთაწმინდის ხედები, რიყის პარკი, მეიდნის ვიწრო ქუჩები, ავლაბარში ფილმ „მიმინოს“ მსახიობების ძეგლი და სხვა ღირსშესანიშნაობები.

გადამღები ჯგუფის ყურადღება ადგილობრივმა მცხოვრებლებმა და ტურისტებმაც მიიპყრეს.

დემის კარიბიდისი გახდა, რათა საქართველოში კარგად დანაყრდეს >>

შოუს წამყვანები არიან ნასტია ივლეევა და ევსეი კოვალიოვი.

თბილისის შესახებ გადაცემის ნახვა შესაძლებელი იქნება 22 ოქტომბერს ტელეარხ „პიატნიცაზე“, ხოლო 28 ოქტომბერს — „ინტერზე“.


თემები:
საქართველო და კულტურა (704)

მთავარი თემები