ტრანსგენდერის შესახებ ქართულ ფილმს დანიაში კინოფესტივალზე უჩვენებენ

© Pixabay / PublicDomainPicturesრეტრო კინოკამერა
რეტრო კინოკამერა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის მოკლემეტრაჟიანი ფილმი კინოფესტივალის ძირითად კონკურსში მიიღებს მონაწილეობას.

თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. ქართველი რეჟისორის რატი წითელაძის ფილმი „სოციუმის პატიმარი" წარდგება დანიის მოკლემეტრაჟიანი ფილმების 43-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე Odense International Film Festival, რომელიც დანიურ ქალაქ ოდენსში 27 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე პერიოდში გაიმართება, იუწყება საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.

მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი 1975 წელს დაარსდა და დანიაში უძველეს კინოფესტივალად ითვლება.

კადრი ფილმიდან „დედე“ - Sputnik საქართველო
ოსკაროსანი კაჩმარეკი საქართველოს ურჩევს „ოსკარზე“ ფილმი „დედე“ გაიგზავნოს

ფესტივალზე 30 წუთამდე ქრონომეტრაჟის 100-ზე მეტი ფილმი იქნება წარმოდგენილი, რომლებიც ათასობით მოკლემეტრაჟიანი ფილმებიდან შეირჩა.

საკონკურსო პროგრამა სამ კატეგორიად იყოფა: ძირითადი კონკურსი, დანიური და ანიმაციური კონკურსი. დოკუმენტური ფილმი "სოციუმის პატიმარი" ძირითადი კონკურსის კატეგორიაში მოხვდა.

„სოციუმის პატიმარი" — საქართველოს და ლატვიის კოპროდუქციაა. ფილმის ქრონომეტრაჟია 15 წუთი. წითელაძემ ის საკუთარი სახსრებით გადაიღო.

ფილმის მთავარი გმირი ახალგაზრდა ტრანსგენდერი ქალია, რომელიც პირად თავისუფლებასა და მშობლების ტრადიციულ მოლოდინებს შორის იხლიჩება და ყოველივე საქართველოში ლგბტ პოლიტიკით პროვოცირებული მზარდი დაძაბულობის ფონზე ხდება.

აღსანიშნავია, რომ წითელაძის ფილმი ქართული მოკლემეტრაჟიანი კინემატოგრაფიის ისტორიაში პირველია, რომელმაც ევროპული კინოაკადემიის ნომინაცია მიიღო.

 

ყველა ახალი ამბავი
0