შუასაუკუნეების ეკლესიას დუისში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

© FB / Cultural heritage of Georgiaსოფელ დუისში შუა საუკუნეების ღვინიანის ეკლესიის კომპლექსი
სოფელ დუისში შუა საუკუნეების ღვინიანის ეკლესიის კომპლექსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდანაა.

თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. სოფელ დუისში მდებარე შუა საუკუნეების ღვინიანის ეკლესიის კომპლექსს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა, ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

უჯარმის ციხე-ქალაქის კომპლექსის რესტავრაცია დაიწყო >>

შესაბამის ბრძანებას ხელი სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ მოაწერა.

დარბაზული ტიპის ეკლესია ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი და ქვიშაქვით დუღაბზე. გარედან და შიგნიდან შელესილი იყო.

გრაკლიანის გორა - Sputnik საქართველო
ამერიკელმა მეცნიერებმა გრაკლიანის წარწერა ჩვ.წ.აღ-მდე ХI–X სს-ით დაათარიღეს

ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდანაა. მისი აღმოსავლეთი ნაწილი მიწაშია ჩაფლული.

სამხრეთის კარი თაღოვანია, ტიმპანით დასრულებული. ჩრდილოეთის კარი სწორკუთხა იყო.

აღმოსავლეთის, დასავლეთის და სამხრეთის კედლებში მაღალი თაღოვანი სარკმლებია.

კედლები დასრულებული იყო ქვის ორსაფეხურიანი ლავგარდნით. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდია, რომელიც დარბაზისგან ორსაფეხურიანი მხრებითაა გამოყოფილი. აბსიდის კედლებში ორი სწორკუთხა ნიშია.

საკურთხეველი დარბაზისგან გვიანდელი კანკელითაა გამოყოფილი.

ეკლესია დასრულებული იყო ცილინდრული კამარით.

ტაძრის სამხრეთ-დასავლეთით 20 მეტრში მდებარეობს სწორკუთხა ნაგებობის ნაშთი, რომელიც ნატეხი ქვითაა ნაგები. იმ ადგილას შემორჩენილია კედლების ფრაგმენტები. 


ყველა ახალი ამბავი
0