მკვლელობის გაცოცხლება: ქართველმა მხატვარმა ჭავჭავაძის გარდაცვალებაზე ანიმაცია შექმნა

© Sputnik / Alexander Imedashviliილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის ძეგლი პირველი კლასიკური გიმნაზიის წინ
ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის ძეგლი პირველი კლასიკური გიმნაზიის წინ - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი გაგლოშვილმა თავის ნამუშევარში ილია ჭავჭავაძის სიცოცხლის ბოლო წუთები გააცოცხლა

თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. პოპულარულმა ქართველმა ანიმატორმა,  მხატვარმა და გრაფიკულმა დიზაინერმა გიორგი გაგლოშვილმა (Gaglo) დიდი ქართველი პოეტის და საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობისთვის მებრძოლის, ილია ჭავჭავაძის მკვლელობაზე ანიმაცია შექმნა.

გალაკტიონის გარდაცვალება-ქართველმა მხატვარმა პოეტის სიცოცხლის ბოლო წუთებზე ანიმაცია შექმნა >>

„არ მესროლოთ, ილია ვარ“. – „ილია რომ ხარ, იმიტომ უნდა გესროლოთ“ — ასეთი წარწერა დაურთო მხატვარმა საქართველოს ეროვნული გმირის გარდაცვალების სცენას.

12 სექტემბერს (ძველი სტილით 30 აგვისტოს) ილია ჭავჭავაძე მეუღლე ოლღა გურამიშვილთან ერთად თბილისიდან საგურამოსკენ ღია ეტლით მიემგზავრებოდა. სოფელ წიწამურთან მათ ელოდა გიგლა ბერბიჭაშვილის შეიარაღებული ბანდა, რომელმაც გააჩერა ეტლი. სწორედ ეს მოკლე დილოგი გაისმა მაშინ ილიას გარდაცვალების მომენტამდე.

ქართველი კრიმინალისტების, ისტორიკოსებისა და ექიმების მრავალრიცხოვან კვლევებში აღნიშნულია, რომ ილიას ესროლეს არა წინიდან, როგორც ეს გაკვეთის ოქმში წერია, არამედ უკნიდან. ეს ნიშნავს, რომ გასროლა არ შეიძლება მომხდარიყო ბერბიჭაშვილის ბანდის მხრიდან, რომელიც ჭავჭავაძეს წინ გადაუდგა. სროლა მოხდებოდა მეორე ჩასაფრებიდან, რომლის შესახებ თავად ბანდიტებმაც არაფერი იცოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ილია ჭავჭავაძის მკვლელობა დღესაც გაუხსნელია, ისტორიულ მეცნიერებაში ყველაზე ფართოდ გავრცელებულია ვერსია, რომლის თანახმად მკვლელობის უკან ბოლშევიკები იდგნენ.

ილია ჭავჭავაძე - Sputnik საქართველო
საუკუნოდ და უკუნის იქითაც შენი ილია ჭავჭავაძე...

ვიდეომ, გაგლოშვილის წინა ნამუშევრების მსგავსად, სოციალური ქსელების მომხმარებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. გაგლოშვილს ასევე აქვს შექმნილი სხვა ანიმაციები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა ლეგენდარული პიროვნებების გარდაცვალების მომენტებს ასახავს, მათ შორის საკულტო პოეტის გალაკტიონ ტაბიძის თვითმკვლელობას.

გიორგი გაგლოშვილი — საქართველოში ცნობილი ანიმატორია, აპოლონ ქუთათელაძის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებული. კარიერა ვიდეოთამაშების დიზაინერად დაიწყო. მალე მიხვდა, რომ მისი მოწოდება ანიმაციაა. დღეისათვის ის რვა მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის ავტორია. გაგლოშვილი ხატავს კომიქსებს და საანიმაციო სტუდია „ველოსიპედთან“ თანამშრომლობს, რომლისთვის მან ბავშვებისათვის საყვარელი პერსონაჟი — ჟირაფო ჟოზე შექმნა. 

 

ყველა ახალი ამბავი
0