საუკუნოდ და უკუნის იქითაც შენი ილია ჭავჭავაძე...

© National Library of Georgia ილია ჭავჭავაძე
ილია ჭავჭავაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს საქართველოში დიდი ილიას 180 წლის იუბილეს აღნიშნავენ. გარდა მისი სრულიად განსაკუთრებული დამსახურებებისა ქართველი ერის წინაშე, ამ ბუმბერაზმა ადამიანმა სიყვარულიც განსაკუთრებული იცოდა...

პოეტი, მწერალი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი ილია ჭავჭავაძე პეტერბურგიდან სამშობლოში ახალი დაბრუნებული იყო და ჟურნალ „საქართველოს მოამბის“ დაარსებაზე ზრუნავდა. ოლღა გურამიშვილი კი, თავად თადეოზ გურამიშვილის ქალიშვილი, მომავალში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, იმხანად წარჩინებული მამიდის ოჯახში ცხოვრობდა.

მათ ერთმანეთი ერთ-ერთ არისტოკრატულ ოჯახში გაიცნეს, სადაც საღამოობით იკრიბებოდნენ ხოლმე მწერლები და პოეტები. ოლღას თავად გადაუწყვეტია პირველი ნაბიჯის გადადგმა და ილიასთვის იმავე საღამოს მიუწერია წერილი… შემდეგ კი…

ილია ჭავჭავაძის წერილი ოლღა გურამიშვილს
ილია ჭავჭავაძის წერილი ოლღა გურამიშვილს - Sputnik საქართველო
ილია ჭავჭავაძის წერილი ოლღა გურამიშვილს

25 წლის ილიამ და 20 წლის ოლღამ მალევე, 1863 წელს სამების ეკლესიაში დაიწერეს ჯვარი და რადგანაც ოლღას მამა დაობლებული და ღარიბი ილიას წინააღმდეგი იყო, მათი ჯვრისწერა საიდუმლოდ შედგა.

ისინი ერთმანეთის მესაიდუმლე, ერთგული მეგობრები და თანამოაზრეები გახდნენ.

1907 წელს, როდესაც ილია ოლღასთან ერთად თბილისიდან საგურამოში ბრუნდებოდა, სოფელ წიწამურთან მათ ექვსკაციანი ჯგუფი დაესხა თავს. ოლღა ილიას ეფარებოდა და ყვიროდა, ნუ მოკლავთ ამ კაცს, ის ქვეყანას სჭირდებაო, მაგრამ თავდამსხმელებმა ოლღა ქმარს გამოგლიჯეს, ილია კი მოკლეს.

ოლღამ მთაწმინდაზე იქირავა ბინა, რომ ქმართან ახლოს ყოფილიყო. იგი 20 წლის შემდეგ, 1927 წელს ღრმად მოხუცი გარდაიცვალა.

წერილი: „სასიყვარულო ბარათები“, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, თბილისი, 2009

 

ყველა ახალი ამბავი
0