თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. ლეგენდარულ ბრიტანელ როკ-მუსიკოს რობერტ პლანტს, რომელმაც ბათუმი უკვე დაათვალიერა, ქართული ჭაჭით და მეგრული სამზარეულოთი გაუმასპინძლდნენ.
საკულტო როკ-ჯგუფ Led Zeppelin-ის სოლისტი შეკვეთილში საკონცერტო დარბაზ Black See Arena-ზე 19 ივლისს წარდგება. კონცერტი ყოველწლიური საერთაშორისო Black Sea Jazz Festival-ის ფარგლებში გაიმართება, რომლის სტუმრები სხვადასხვა წლებში იყვნენ მსოფლიო დონის ისეთი ვარსკვლავები, როგორიც არიან Jamiroquai, Prodigy, Snoop Dog და სხვა.
ქართველები რობერტ პლანტს მახინჯაურში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში გაუმასპინძლდნენ.
ფოტო, რომელშიც პლანტი ჭაჭით შევსებული ჭიქით დგას და ორგანიზატორებს ესაუბრება, Black Sea Jazz Festival-ის Facebook-გვერდზე დევს.
Led Zeppelin ბრიტანული როკ-ჯგუფია, რომელიც 1968 წელს ლონდონში დაარსდა. ის თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ, ნოვატორულ და გავლენიან ჯგუფად არის აღიარებული.