წიგნის მოყვარულებს თბილისში გრანდიოზული მოვლენა ელოდებათ

© photo: Sputnik / Stringerწიგნის ბაზრობა 2018
წიგნის ბაზრობა 2018 - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს თბილისის წიგნის დღეებისადმი მიძღვნილ მრავალფეროვან ღონისძიებებში მონაწილეობას სთავაზობენ.

თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. თბილისის წიგნის დღეები დედაქალაქში, ტრადიციულად, 8-11 ნოემბერს გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.

წელს ღონისძიების ფორმატში ცვლილებები შევა — წიგნების ტრადიციულ გამოფენა-გაყიდვასთან ერთად საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში" (Expo Georgia) გაიმართება კულტურული, ზოგადსაგანმანათლებლო და გასართობი ღონისძიებები. ღონისძიების სტრუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ საჯარო ლექციებსა და დისკუსიებში.

პატარა სტუმრებს მრავალფეროვანი გასართობ-შემეცნებითი პროგრამა ელოდებათ.

„ჩვენი მიზანია, ვაქციოთ წიგნის დღეები საქართველოს წიგნის სექტორის შემდგომი განვითარების სამუშაო ლაბორატორიად. ღონისძიების ყველა კომპონენტი დაგეგმილია, როგორც შემდგომი პროექტების, ეროვნული, რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის პროგრამების საწყისი წერტილი", — აღნიშნავენ ორგანიზატორები.

ისინი თბილისის წიგნის დღეებს წელს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ, რადგან საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს.

„როგორ წარდგება საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე">>

ორგანიზატორებს ასევე სურთ, წიგნის ქართველ მოყვარულებს გააცნონ სიახლეები და წიგნის ბაზრის განვითარების თანამედროვე ტენდენციები.

„თბილისის წიგნის დღეები 2018“ წიგნის ხელოვნების ცენტრისა და საერთაშორისო საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ ერთობლივი პროექტია. ფესტივალი 2014 წლიდან ტარდება.

ყველა ახალი ამბავი
0